ეიჯი კონსალტინგი

ეძებთ ბიზნეს იდეას? სცადეთ ეს !

04 ოქტომბერი 2017

წადით უახლოეს ლიკვიდაციის პირობებში მყოფ მაღაზიაში - სადაც ადამიანს შეუძლია ყველა პროდუქტის (ფარდაგები, ტანსაცმელი, პატარა ხელსაწყოები და სპორტული ტანსაცმელი) ყიდვა, ისე რომ ცალობით მოვაჭრეებთან ურთიერთობა არ უწევთ - და 20 წუთის განმავლობაში დახლებს შორის  გაიარ-გამოიარეთ.

ნახავთ საინტერესო პროდუქტების შეფასების მაჩვენებლებს, რომლებიც უბრალოდ არ გაიყიდა იმ ფასად, რაც მწარმოებელსა და გამომგონებელს გონივრული ეგონათ.

რა თქმა უნდა, რამოდენიმე ნივთის საწყისი ფასი  ძალიან ძვირი იყო. და დიახ, რამოდენიმე დიზაინმა და ფერმა აღფრთოვანებაც გამოიწვია. 

მაგრამ,  მუდმივად რატომ იყიდება საქონელი, ასე ვთქვათ, კაპიკებში. ამის მიზეზი ისაა, რომ მისმა შექმნელმა გაყიდვა დაიწყო სიტყვებით, „კარგი ხომ არ იქნებოდა, რომ...“, ნაცვლად იმისა, წინასწარ გაერკვია სჭირდება თუ არა ბაზარს ის, რასაც თავად ფიქრობს გაყიდვების შესახებ.

მაშინაც კი, როცა შესაძლოა სახარბიელო ჩანდეს, როდესაც ახალი რაიმეს შექმნას განიხილავთ, მისი განხორციელება სუფთა ფურცლიდან მაინც არ დაიწყოთ. ყოველთვის საბაზრო საჭიროებებიდან გამომდინარე იმსჯელეთ.

საამისოდ სულ ცოტა ექვსი მიზეზი მაინც არსებობს:

  1. შენს საქმეს შენზე უკეთესად სხვა ვერავინ მოაგვარებს.  ხალხისთვის დამახასიათებელია, რომ კომპანიებს საკუთარ საჭიროებებს ან უშუალოდ ვისი გამოცდილებაც იხილეს, მათ არგებენ.  ხელი მოიტეხე და ვერც კი იჯერებ სახვევი იმდენად ქავილის გამომწვევი ყოფილა. მაშ ასე, შეგიძლია შექმნა თაბაშირის სახვევის ისეთი მასალა, რომელიც ანტიქავილის ქსოვილს შეიცავს. ამ მიდგომაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, თქვენი საჭიროებები შეიძლება დიდი ბაზრისთვის რეპრეზენტატული არ აღმოჩნდეს საიმისოდ, რომ იდეას მხარი დაუჭირონ ან შესაძლოა, საკმარისი მომხმარებლის მოძიება გართულდეს.
  2. არ არის დიდი მოთხოვნა. ვვარაუდობ, რომ შესაძლოა მოიძიოთ ხალხი, ვისაც გულწრფელად სძულს კაბელი ან სატელიტური დანადგარი (რომელიც ტელევიზორის გვერდით თავსდება). ხალხისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან ციფრულად დანომრილი ეს პატარა ყუთი ბუდეში როგორ მოათავსონ, ,,უსაფრთხო საკაბელო ყუთის“ იდეა შესაძლოა მიმზიდველი იყოს. მაგრამ პირადად მე არ ვიცი, როგორ დავიცვა თავი კონკურენციისგან – გამოსვლის მომენტიდან მისი ასლის დამზადება ჩვეულებრივ შესაძლებელია – ან საერთოდ, რამდენად ბევრ ადამიანს ანაღვლებს ეს პროდუქტი.
  3. ხალხს შესაძლოა აინტერესებდეს, მაგრამ უბრალოდ თქვენ არ გქონდეთ იდეის განსახორციელებლად საკმარისი რესურსი. შესაძლებელია უზარმაზარი რეალიზება ჰპოვოს მთვარეზე ორმხრივმა ფრენებმა, მაგრამ ზუსტად რა იცით სარაკეტო ტექნიკის შესახებ – ან რამდენად გაიზრდება ის მილიარდობით დოლარი, რომლის დაბანდებასაც აპირებთ ამ იდეის განსახორციელებლად?

      4. ადამიანს შეიძლება აინტერესებდეს, მაგრამ გადახდა არ სურდეს. სახარბიელო არ იქნება ვინმესთვის მისაყიდად ძალიან ძვირიანი პროდუქტის შექმნა. საამისოდ ირიდიუმის ტელეფონი შესანიშნავი მაგალითია. ტელეფონი, რომელიც საშუალებას გაძლევდათ ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ ადგილას მყოფს დაკავშირებოდით, მართლაც დიდებული იყო, მაგრამ მისმა ფასმა და წუთობრივმა საფასურმა კომპანიას წარმატების შანსი თავიდანვე აღმოუფხვრა. 

5. ხალხს შეიძლება აინტერესებდეს, მაგრამ არც თუ ძალიან. შესაძლოა მშვენიერი იდეა გაქვთ, მაგრამ ბაზარი არ არის საკმარისად დიდი საიმისოდ, რომ  მისი შევსების ხარჯები დააფინანსოს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal გავრცელდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, „იცით, ჟურნალი უკეთესი იქნებოდა თუ...“ და შემდეგ იწყებდნენ ფანტაზიორობას  თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო ბიზნეს გაზეთი. პრობლემა? ხალხი ფიქრობს, რომ ჟურნალი საკმაოდ კარგია და ნამდვილად ვერ ხედავს მიზეზს მის შესაცვლელად, მითუმეტეს იმ მიზეზს, რომლის გამოც განხორციელებული ცვლილება რიცხობრივადაც და ხარისხობრივადაც უმჯობესი იქნება.  

6. ამას დრო სჭირდება. როგორც კი ახალ იდეას აამუშავებთ, უნდა მოიძიოთ ის მომხმარებელი,  ვინც მას ისურვებს. თუ ბაზრის საჭიროებებით დაიწყებთ, ჩათვალეთ რომ მომხმარებელი უკვე გყავთ. ისინი არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ პროდუქტი სჭირდებათ და საამისოდ მოგმართავენ.

მორალი ნათელია: დაიწყეთ ბაზრის საჭიროებებით და არა შესანიშნავი იდეით.
 

მსგავსი სიახლეები

მხოლოდ 2 დღე!

24 ნოემბერი 2018
50%-მდე ფასდაკლება ONLINE დაზღვევის პოლისზე!
დეტალურად

სამჯერ მეტი სარგებელი უპერასგან

15 ნოემბერი 2017
აქცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება!
დეტალურად

გაიგეთ მეტი!

01 ნოემბერი 2017
რა არის საჭირო იმისთვის რომ საკუთარი Online მაღაზია გქონდეს?
დეტალურად

ყველა პეკინელის საყურადღებოდ!!!

01 ნოემბერი 2017
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე შეგიძლიათ GPC-ს პეკინის ფილიალში...
დეტალურად