ეიჯი კონსალტინგი

ფინანსები | ბუღალტერია | აუდიტი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ს.კანდელაკის ქ.1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash bank-transfer
რეპორტინგი
პარკინგი

"ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალტინგი" წარმოადგენს  პროფესიონალების ჯგუფს, რომელიც ფოკუსირებულია განვითარებასა და კლიენტების ნდობის მოპოვებაზე. ჩვენი კომპანია საქმიანობს 2007 წლიდან და დღესდღეობით კომპანიის 25-ზე მეტი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომელი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აუდიტის, ბიზნეს კონსულტაციის, ბუღალტრული და იურიდიული მომსახურების, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში.

"ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალტინგი" გთავაზობთ სრული მომსახურების სპექტრს, რათა თქვენ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენი მომსახურების არეალში შედის: ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახადო ანალიზი, ბიზნეს გეგმების მომზადება, ფინანსური კონსულტაციები, კონსულტაცია ბანკებთან ურთიერთობაში,  მარკეტინგული ანალიზი და სარეკლამო მომსახურება.

ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი აუდიტორების, ბანკირების, კონსულტანტების, დიზაინერების, იურისტებისა და ბიზნესმენებისაგან.

2013 წლიდან "ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალტინგს" მიენიჭა აკრედიტაცია აშშ-ს განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის განხორციელების.

2013 წლიდან კომპანიამ მოიგო გაერთანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტის აუდიტის განხორციელების ტენდერი.

2014 წლის 12 სექტემბერს კომპანია „ეიჯი კონსალტინგი“ გახდა საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმების ასოციაცია EuraAudit International-ის სერთიფიცირებული წევრი, რაც საშუალებასგვაძლევს განვახორციელოთ გლობალური და კომპლექსური, სხვადასხვა სირთულის პროექტები ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს 100 მდე ქვეყანაში.

2015 წელს AG International Consulting–ს მიენიჭა მუდმივი წევრის სტატუსის უფლება  USAID–ის მიერ დაფინანსებული პროგრამების აუდიტის ჩასატარებლად. კომპანიას მიენიჭა სერტიფიკატი USAID OIG–ის მიერ ჩატარებული ხარისხის კონტროლის საფუძველზე.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
01/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z