კონსულტანტი, საწყობის თანამშრომელი

19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

საოჯახო ტექსტილის კომპანია "TAÇ" აცხადებს ვაკანსიებს:

1. კონსულტანტი თბილისში. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

აუცილებელი უნარები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

სამუშაო პირობები:

** 1 კვირიანი სტაჟირება/ტრეინინგი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი (სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება მაღაზიის ადგილმდებარეობის მიხედვით)
** ხელფასი: კონსულტანტის პოზიციაზე (4 თვე) 400 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან, 4 თვის შემდეგ 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. 

2. საწყობის თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები: 

** საქონლის მიღება, დასაწყობება;
** შეკვეთების მომზადება - ჩატვირთვა;
** უზრუნველყოს საწყობში არსებული პროდუქციის უსაფრთხოდ განთავსება;
** საწყობის აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** საწყობში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); 

აუცილებელი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა; 
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; 

სამუშაო პირობები:

** 1 კვირიანი სტაჟირება/ტრეინინგი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, დასვენების დღე - კვირა; 
** ხელფასი: კონსულტანტის პოზიციაზე საწყისი 4 თვე 500 ლარი, 4 თვის შემდეგ 600 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე: hr@mataracigroup.com ა/წ 30 სექტემბრამდე. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "TAC კონსულტანტი ან საწყობის თანამშრომელი".