თაჩი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი






TAC –ი უკვე 40 წელია, რაც მსოფლიო ბაზარზე მოღვაწეობს. TAC -ის კონცერნში მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით და კოლექციებით გამორჩეული ისეთი ტექსტილის ბრენდებია გაერთიანებული, როგორებიცაა: LINENS -ი, Brielle, CASABEL -ი, Kristal -ი, Valeron-ი და სხვ. TAC –ის თითოეული ბრენდის ცალკეული პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული მოთხოვნით და მომხმარებლებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს.
ZORLU ჰოლდინგის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდი TAC-ი ხარისხისა და გონივრული ფასების გარდა ასევე ტექსტილის მრავალფეროვანი არჩევანითაც გამოირჩევა. TAC-ის შოურუმებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მაღალი ხარისხის: თეთრეულის ნაკრებები, ზეწრები, საბნის პირები, ბალიშის პირები, თბილი და ზაფხულის საწოლის გადასაფარებლები, პლედები, ბალიშები, საბნები, პიჟამოები და ხალათები. TAC -ი ასევე გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის საბავშვო, ეკოლოგიურად სუფთა „ორგანიკ“ მიმართულებით, სამზარეულოს და აბაზანის ტექსტილით.
TAC -ის შოურუმებში ნებისმიერი სტილის, სხვადასხვა დიზაინის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია. კომპანია მუდმივად მუშაობს პროდუქციის ხარისხის განვითარებაზე და ფეხს უდგამს მოდის ინდუსტრიის ტენდენციებს. TAC -ი კოლექციას წელიწადში ორჯერ ანახლებს. შესაბამისად TAC -ში ყველაზე პრეტენზიული გემოვნების მქონე მომხმარებელიც კი მისთვის სასურველ მაღალი ხარისხის პროდუქციას შეარჩევს. სხვადასხვა ქვებრენდების მეშვეობით TAC -ი ნებისმიერი სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი.