ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

16 აპრილი - 30 აპრილი

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) პოზიციაზე. 

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს" საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

კატეგორია: მართვა/მენეჯმენტი
თანამდებობრივი სარგო: 5600 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებულ ერთეულებსა და თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება და მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების საერთო ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული სამმართველოების მიერ მომზადებული საკითხების შეთანხმება და შემდგომი რეაგირება;
** სამინისტროს სისტემის მასშტაბით საბიუჯეტო-საფინანსო პოლიტიკის შემუშავება;
** სამინისტროს საბიუჯეტო პროცესის მართვა;
** დასაგეგმი წლის ბიუჯეტების პროექტების განხილვების პროცესის წარმართვა, ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების ჩამოყალიბება და შეთანხმება;
** სამინისტროს სისტემის ფინანსური მდგომარეობის პერიოდული შეფასება;
** სამინისტროს შესყიდვების განხორციელებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია;
** სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საერთო მართვა;
** სამინისტროს სისტემის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და ზედამხედველობა.

საკონკურსო თემატიკა:

** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (კარი I , კარი II);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი  (მუხლები: 160, 161, 166, 176 და თავი XI);
** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება";
** "საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება;
** "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
** "2020-2023 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 თებერვლის №125 დადგენილება
** "სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
** "პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;
** "სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება;
** "აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილება;
** "სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;
** "საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის" დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება.
** პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
** "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;
** "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანება;
** "ტექნიკური რეგლამენტის − "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
** "სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის/მენეჯმენტის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (მინიმუმ, მაგისტრის აკადემიური ხარისხი);
** ფინანსების სფეროში არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის,  ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;
** საჯარო სამსახურში ფინანსების სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) ძალიან კარგად ცოდნა; 
** ​AutoCAD-ის კარგად ცოდნა.
** ​შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
** თანამშრომლის განვითარება, შეფასება, მოტივირება.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** ზეპირი დავალება;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ ცოტა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;

აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;

აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა;

ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;

კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;

წერითი დავალების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 50%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;

გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 30 აპრილის ჩათვლით.