საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი




იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს რეფორმებს საკანონმდებლო დონეზე, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, შეიმუშავებს ქვეყნის სამართლებრივ პოლიტიკას;
იუსტიციის სამინისტროს აქვს წარმომადგენლობითი ფუნქცია - სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს ეროვნულ სასამართლოებში, ასევე, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების არბიტრაჟებსა და სასამართლოებში.
იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები ახორციელებენ მოქალაქეთა მომსახურებას - დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების მონაცემთა ფლობა და შესაბამისი მოწმობების გაცემა; უძრავ ნივთებზე არსებული უფლებების რეგისტრაცია, ბიზნესის რეგისტრაცია; პოლიტიკური პარტიებისა და შემოქმედებითი კავშირების, რეგისტრაცია, ლიცენზიების გაცემა და მონიტორინგი კერძო აღმასრულებლებზე; ნოტარიატის საქმიანობის რეგულირება; ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება; სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულება.