ნუტრიმაქსი" სოფლის მეურნეობის სფეროში ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ცხოველთა საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი კომპანია Nutreco-სა და მისი შვილობილი კომპანიის Trouw Nutrition Hifeed-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში.
კომპანია სთავაზობს მომხმარებელს, როგორც მზა საკვებს, ასევე კონცენტრატებს ბროილერებისთვის, კვერცხმდებელი ფინველებისთვის, ღორებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის.
კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის სატვირთო მანქანის მძღოლის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ნედლეულის და პროდუქციის გადაზიდვა დანიშნულების ადგილზე;
** გადაზიდვების შესახებ ჩანაწერების წარმოება;
** სატვირთო მანქანის მუდამ სუფთა მდგომარეობაში უზრუნველყოფა;
** სატვირთო მანქანის ტექნიკური მომსახურეობა (რეცხვა, საწვავითა და ზეთით გამართვა);
** ელემენტარული სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** აუცილებელია "B" და "С" კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი;
** უსაფრთხო ტარების (ავარიის გარეშე) გამოცდილება, ჩანაწერის წარმოდგენა მოთხოვნისამებრ;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა;
კონკურსის ეტაპები:
** CV-ების მიღება-შერჩევა,
** გასაუბრება.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00; შაბათს - 09:00 - 16:00 საათამდე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სატვირთო მანქანის მძღოლი"".
სატვირთო მანქანის მძღოლი
06 ივლისი -
06 აგვისტო