ნუტრიმაქსი

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლ. ღოღობერიძის ქ. 67ბ

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:30 - 02:00 შაბ: 09:30 - 02:00 კვ: 09:30 - 02:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash visa

კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებით, საკვები დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფაა.

„ნუტრიმაქსი“-ს მომხმარებლებს წარმოადგენენ საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის ფერმერები. მათ წარმატებულ საქმიანობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანაა.

ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს როგორც მზა საკვებს, ასევე საუკეთესო ხარისხის პრემიქსებსა და კონცენტრატებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველებისა და ცხოველების ეფექტური გაზრდისათვის, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ უფასო კონსულტაციები საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს ახლო კონტაქტი იქონიოს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ვეტერინარული ან ზოოტექნიკური განხრით იძენენ ცოდნას და ვეხმარებით მათ, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.

მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ყველა ჩვენი პროდუქტი გადის ხარისხისა და ქიმიური შემადგენლობის მკაცრ კონტროლს, რაც გარანტია იმისა, რომ არ ჩამოვრჩეთ ევროპულ სტანდარტებს და დავაკმაყოფილოთ ქართული ფერმების მოთხოვნები ცხოველთა და ფრინველთა კვების სფეროში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
07/10/2017
S
Saba Chikviladze
S