ნუტრიმაქსი

ნუტრიმაქსს ერთი წელი შეუსრულდა...

07 ოქტომბერი 2017

ჩვენს კომბინირებული საკვების მწარმოებელ ქარხანას1 წელი შეუსრულდა 
ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა ბევრი კარგი და სასიამოვნო სიახლე 
ნუტრიმაქსის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს დაემატა ახალი გრანულირებული პროდუქტები ბოცვრის, მწყერისა და თევზისთვის.
შეიქმნა სრულიად ახალი ბრენდები, გოჭის პრესტარტერი „პიგივინი“, გრანულირებული წიწილის პრესტარტერი, ღორის საკვები „სანდო“.
განხორციელდა „ნუტრიმაქსის“უკვე ნაცნობი პროდუქტების გრანულირებული სახით წარმოება.

ნუტრიმაქსი აგრძელებს ქართველი ფერმერების მოთხოვნების გათვალისწინებას და უახლოეს მომავალში იგეგმება მეხორცული საქონლის, ბროილერის კონცენტრატებისა და ცხვრის საკვების წარმოება.

„ნუტრიმაქსი“ მუდმივად ნერგავს სიახლეებს მორგებულს საკუთარი მომხმარებლების საჭიროებებზე და მომავალშიც აქტიურად შესთავაზებს მათ უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვან პროდუქციას.

 

მსგავსი სიახლეები