ადმინისტრატორი

16 აპრილი - 16 მაისი

სასტუმრო "სავანეთი"  აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი
სამუშაო განაკვეთი:  სრული
გამოსაცდელი ვადა:  1-დან 3 თვემდე, კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (B1- Upper intermediate);
** თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს ოპტიმალური დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განათლება სასტუმროს მართვის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაწერის  პროცედურების განხორციელება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმრებისთვის Room Service მომსახურების გაწევა;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროსა და მისი სერვისების შესახებ;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** ელექტრონული კორესპონდენციის წარმოება;
** სტუმრების პრეტენზიებისა და რჩევების გათვალისწინება და დროული რეაგირება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციიის დამყარება;
** ყოველდღიური რეპორტინგი.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!