სასტუმრო "სავანეთი"

სასტუმრო
5
(1 შეფასება)
თელავი, სოფელი იყალთო

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
აუზი
საბავშვო ზონა
საკუთარი ეზო
დაჯავშნის აუცილებლობა
დაჯავშნა
Wi-fi

სასტუმრო სავანეთი არის შპს ვილლა იყალთო ჰო–რე–კა, საიდენტიფიკაციო კოდი:431166454
სასტუმრო მდებარეობს თელავთან ახლოს, ისტორიულ სოფ. იყალთოში, თბილისიდან 97 კმ მოშორებით.
სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ და მოინახულონ კახეთის ღირსშესანიშნაობა, როგორიცაა: იყალთოს აკადემია, ალავერდის მონასტერი, ძველი და ახალი შუამთა, ბატონის ციხე, ალ. ჭავჭავაძის მუზეუმი, გრემი, ნეკრესი, აგრეთვე ღვინის ქარხნები, საოჯახო მარნები და მრავალი სხვა
სასტუმრო „სავანეთი“ აკმაყოფილებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სტუმრის მაქსიმალურ კომფორტს.
სასტუმრო შეგდგება ორი შენობიდან სადაც განთავსებულია 57 კომფორტული ნომერი, რომლის აივნებიდან იშლება ულამაზესი და მომხიბლველი ხედი ალაზნის ველზე და კავკასიონის მთავარ ქედზე.
სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩვენი შეფ მზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელესი ქართული ტრადიციული და ევროპული კერძები.
სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი, საუკეთესო ადგილია კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების თუ ბიზნეს შეხვედრების ჩასტარებლად.
სასტუმროს გააჩნია ღია საცურაო აუზი და ფინური საუნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.
უახლოეს მომავალში კი სასტუმრო თავის სტუმრებს შესთავაზებს, სპა სალონს, ჰამამს, სპორტულ მოედანს, ბავშვთა სათამაშო მოედანს, ღამის კლუბს, საბილიარდოს, საკუთარი წარმოების კახურ და ევროპულ ღვინოებს, 24 საათიან დაცვასა და საკუთარ ავტოსადგომს.
სუფთა ჰაერი, განუმეორებელი კახური ტრადიციული სამზარეულო, კახური და ევროპული ღვინო, საუკეთესო მომსახურება და შესაბამისი ფასი ეს არის სასტუმრო „სავანეთი“ - იდეალური ადგილია თქვენი დასვენებისა და ღონისძიებისათვის.
სავანეთი - „სამოთხის კარი“ ღიაა ყველა მსურველთათვის!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
08/12/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები