შპს "ჯითექსის" HR განყოფილება აცხადებს ვაკანსიას HR სტაჟიორის პოზიციაზე.
კომპანია "ჯითექსი" 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova.
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სურვილი და ინტერესი, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და აქტიურად ჩაერთოს შემდეგ HR პროცესებში:
** თანამშრომლების შერჩევა
** თანამშრომლების ადმინისტრირება
** თანამშრომლების განვითარება და ტრეინინგი
** თანამშრომელთა შეფასება
** HR ანალიტიკა/რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** მნიშვნელოვანია საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, Powerpoint)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე)
** შრომის კოდექსის ცოდნა.
მნიშვნელოვანია, კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რომელთაც იზიარებს კომპანიის გუნდი:
** ერთმანეთის მხარდაჭერა
** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა
** სიახლეებისადმი ღიაობა
** ინიციატივის გამოჩენა და იდეების ღიად გაზიარება
** შრომისმოყვარეობა
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა
** მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (ორშაბათი-პარასკევი)
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი #90
** სტაჟირების ვადა: 3 თვე
** დასაქმების პერსპექტივა: განიხილება.
ვაკანსიით დაინტერესებულებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gtex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR Intern".
წარმატებებს გისურვებთ!
HR სტაჟიორი
21 სექტემბერი -
21 ოქტომბერი