ჯითექს

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი.90

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 18:00 შაბ: 10:00 - 18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

შპს Gtex-ი დაარსდა 2007 წლის 17 დეკემბერს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ შემოიტანა იყო collezione. ამჟამად "ჯითექსი" წარმოდგენილია ბრენდებით:collezione, OVS, Lotto, Penti, Sinequanone, Terranova, English Home, Enza Home.

collezione-ს პირველი მაღაზია თბილისში 2008 წლის 11 აპრილს, აღმაშენებლის  №89-ში გაიხსნა, მეორე - 2010 წლის 19 ივლისს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ (ვაგზლის მოედანი №2), მესამე მაღაზია კი 2012 წლის 11 მარტს „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში (ქავთარაძის №1).

Lotto-ს პირველი მაღაზია თბილისში 2009 წლის 1 მაისს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ (ვაგზლის მოედანი №2) გაიხსნა, მეორე - 2011 წლის 19 სექტემბერს (პეკინის ქ. №2), მესამე 2012 წლის 3 მარტს „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში (ქავთარაძის №1), მეოთხე კი 6 ნოემბერს (ჭავჭავაძის 37ლ).

OVS-ს პირველი მაღაზია თბილისში 2011 წლის 16 ივნისს პეკინის №10-ში გაიხსნა, მეორე - OVS Kids-ი - 2011 წლის 15 დეკემბერს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ (ვაგზლის მოედანი №2), მესამე მაღაზია 2012 წლის 3 მაისს „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში (ქავთარაძის №1), ხოლო მეოთხე OVS Kids-ი 2013 წლის 16 ივნისს სავაჭრო გალერეაში "რუსთაველის 42" (რუსთაველის გამზ. №42).

Penti-ს პირველი მაღაზია თბილისში 2012 წლის 25 დეკემბერს „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში (ქავთარაძის №1) გაიხსნა, მეორე და მესამე- 2013 წლის 16 ივნისს სავაჭრო გალერეაში „რუსთაველის 42“ (რუსთაველის გამზ. 42) და პეკინის 2-ში, მეოთხე - 2014 წლის 14 თებერვალს ჯავახეთის ქ.2-ში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, მეხუთე - 2014 წლის 6 ნოემბერს (ჭავჭავაძის 37ლ, "სმარტის" მეორე სართ.)

Sinequanone-ს პირველი მაღაზია თბილისში 2014 წლის 23 მაისს „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში (ქავთარაძის №1) გაიხსნა.

Terranova-ს პირველი მაღაზია თბილისში 2014 წლის 26 ივნისს აღმაშენებლის 91-ში (მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია) გაიხსნა.

English Home-ს პირველი მაღაზია თბილისში ჭავჭავაძის 37ლ-ში ("სმარტი", მეორე სართ.) 2014 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა.

Enza Home-ს პირველი მაღაზია თბილისში (აღმაშენებლის ხეივანი #90)  2015 წლის იანვარში გაიხსნა.
 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*******
03/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z