რეზერვაციების აგენტი

28 სექტემბერი - 28 ოქტომბერი

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის აგენტის (სტაჟირება) პოზიციაზე.

სასტუმრო "გალერი პალასი" საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ჯავშნების მიღება როგორც წერილობით, ასევე სატელეფონოდ;
** მაქსიმალური ინფორმაციის ფლობა სასტუმროს შესახებ;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** ყველა სტუმრის მონაცემების შეყვანა ბაზაში;
** ჯავშნების ყოველდღიურად შემოწმება და ნებისმიერი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** მომდევნო დღეს გამსვლელი სტუმრების სიის გადამოწმება ყოველდღიურად;
** დოკუმენტაციის სწორად და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მომსახურებებისა და ფასების ზედმიწევნითი სიზუსტით ცოდნა და მომხმარებელთა ინფორმირება სწორად და დროულად;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან გუნდური მუშაობა და დახმარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
** ლოგიკური აზროვნების უნდარი და კარგი მეტყველება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დამატებითი ბენეფიტები განისაზღვრება კადრის შრომისუნარიანობის მიხედვით;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე (პასპორტისთვის გათვალისწინებული 3X4 -ზე ფოტოსურათის დართვით) შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

განაცხადები მიიღება 2017 წლის 31 ოქტომბრამდე.

სასტუმრო "გალერი პალასი" გისურვებთ წარმატებას!