გალერი პალასი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი





სასტუმრო «Gallery Palace » მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ულამაზეს რაიონში – სოლოლაკში, კანცელარიის გვერდით.
სახელწოდებიდან გამომდინარე – Gallery Palace, სასტუმროში გამოფენილია მსოფლიო დონის ცნობილი ქართველი მხატვრების უნიკალური ნახატები. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ და სურვილის შემთხვევაში შეიძინოთ კოკა რამიშვილის, კოტე აფხაზის, მურთაზ შველიძის, ტატო ახალკაციშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს, მიშა გოგრიჭიანის და სხვა გამოჩენილი ქართველი მხატვრების უნიკალური ნახატები.
სასტუმრო ,,Gallery Palace” განთავსებულია 5 სართულიან ელეგანტურ შენობაში, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის 70 ნომერს: სტანდარტული , დელაქსი, სუპერიორი და ჯუნიორი. თანამედროვე დიზაინი, უფასო Wi-Fi, LED- ტელევიზორი საერთაშორისო არხებით, და თითოეული ნომრის კლიმატის კონტროლის სისტემა, შექმნის ყველა საჭირო პირობას ჩვენი სტუმრების კომფორტული დასვენებისთვის. ყურადღებიანი და მზრუნველი პერსონალი არ დატოვებს გულგრილს ყველაზე მომთხოვნ სტუმარსაც კი.
Gallery Palace – იდეალური ადგილია მთელი ოჯახის დასვენებისთვის, რომანტიული საღამოებისთვის, საქმიანი მივლინებებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული და გასართობი ღონისძიებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, სასტუმრო მდებარეობს თბილისის ცენტრში ეს არ მოქმედებს თქვენი დასვენების კომფორტზე. ჩვენს სატუმროში დასვენებისას თქვენ აღმოჩნდებით სიმყუდროვის და სიმშვიდის ატმოსფეროში. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიტნეს დარბაზის დამატებითი მომსახურებით, საუნით, ჯაკუზით და მასაჟის ოთახით. საღამოობით სასტუმრო «Gallery Palace» სთავაზობს თავის სტუმრებს ეწვიონ სასტუმროს რესტორანს – ,,Gallery “