საამქროს დამხმარე სპეციალისტი

15 აპრილი - 22 აპრილი

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას კვების პროდუქტების გადამამუშავებელ საამქროში დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

"ვესტ ინვესტი" არის გაყინული ხორც-პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მაშტაბით. მის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა "ბიბილო", "მამალო", "West Fish", "West Meat", "Ukrainian Chicken", "Divnoe" და სხვა.
განაკვეთი: სრული 

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
** საამქროს მენეჯერის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

მოთხოვნები:

** ასაკი 22-50 წლამდე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

ხელფასი: 500 ლარი
მდებარეობა: თბილისი, გ. ლორთქიფანიძის 13 ა (კაიროს 13ა)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 აპრილი, 2019 წელი

გისურვებთ წარმატებებს!