ვესტ ინვესტი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შპს „ვესტ ინვესტი“ დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ 100 – მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ქათმის პროდუქტებს, ღორისა და საქონლის ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. შპს „ვესტ ინვესტი“ აღნიშნული პროდუქტების იმპორტს ახორციელებს შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ბრაზილია, დანია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, უკრაინა, ჩინეთი.
შპს „ვესტ ინვესტი“ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია საქართველოში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის დადღემდე წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ ბაზარზე. ჩვენი კომპანია, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე, იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს გარანტირებულად უსაფრთხო და ხარისხიანი საქონელი, პროდუქციის მიწოდების პროცესში ზედმიწევნით სწორად არჩევს ტემპერატურულ რეჟიმს, რათა ტვირთის მოწოდება მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქციის დასაწყობებისა და შენახვის საიმედო პირობების უზრუნველყოფა. შპს „ვესტ ინვესტის“ მაცივრები განლაგებულია როგორც ქ.თბილისში, ასევე რეგიონებში: იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი.
შპს „ვესტ ინვესტი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც გამოირჩევა ფართო სავაჭრო ქსელით. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ.თბილისში, ხოლო ფილიალები განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. გორი, ქ. თელავი). კომპანია ასევე ფლობს საფირმო მაღაზიებს ქ.თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში.
ჩვენი პარტნიორები
დღესდღეობით კომპანია ამარაგებს 4000 – მდე მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, წარმატებით თანამშრომლობს სუპერმარკეტების ქსელებთან „კარფური“, „სმარტი“, „გუდვილი“, „ფრესკო“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ნუგეში“, „ფუდმარტი“, „ფურშეტ ჯორჯია“, „ჯიბე“ და ა.შ