მწერალი/ტესტირების სისტემის შემუშავების სპეციალისტი

12 დეკემბერი - 12 იანვარი

საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" აცხადებს ვაკანსიას მწერალი/ტესტირების სისტემის შემუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანსიაზე კანდიდატი განიხილება მხოლოდ შემდეგი საკვალიფიკაციო მახასიათებლების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

** სამოტივაციო წერილის წარდგენა აღნიშნულ ვაკანსიაზე;
** უმაღლესი განათლება ქართული ენასა და ლიტერატურაში, ასევე ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის წერითი და ვერბალური უნარების უმაღლეს დონეზე ფლობა;
** ტესტების შექმნისა და დანერგვის გამოცდილება სხვადასხვა (საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიურ) სფეროში.

მოვალეობები:

** პროექტის ხელმძღვანელთან (დამკვეთთან) ერთად ტესტირების სტრატეგიისა და გეგმის განსაზღვრა და შემდგომი დამტკიცება;
** სატესტო დოკუმენტების შემუშავება ტესტირების გეგმის გათვალისწინებით;
** ტესტირების ანალიზისა და შესაბამისი შემოწმების ტექნიკის შედგენა და სისტემაში დანერგვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია;
** აქტივობა და ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 11:00/16:00.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge