ტოპ რეალტორი

უძრავი ქონების სააგენტო
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლ.ქიაჩელის ქ.17

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00 - 19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer
იურიდიული მომსახურება
პარკინგი

ჩვენი კომპანია ძირითადად ფოკუსირდება მიწის ნაკვეთების და არასაცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვასა და გაქირავებაზე, უპირატესობას სწორედ ამ კატეგორიის ქონებებს ვანიჭებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ დავინტერესდებით თქვენი საცხოვრებელი უძრავი ქონებით თუ ჩავთვლით, რომ მოთხოვილი ღირებულება ახლოსაა მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან.
გამომდინარე აქედან ჩვენ მუდმივად გვაინტერესებს:

მიწის ნაკვეთები კომერციული, სასაწყობე და საწარმოო ობიექტების ასაშენებლად.

მიწის ნაკვეთები ბინათმშენებლობისთვის, განსაკუთრებით ძველ თბილისში და ცენტრალურ უბნებში.

ადმინისტრაციული (საოფისე) შენობები

საწარმოო შენობები

სასტუმროები

კომერციული ფართები

ხანფრძლივი კონტრაქტებით გაქირავებული კომერციული ფართები

საოფისე ფართები

სასაწყობე ფართები

ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ–ფოსტაზე toprealtorgeorgia@hotmail.com

იმისთვის, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი, გთხოვთ თავიდანვე მიუთითოთ თქვენი ქონების ამონაწერის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული, წერტილებით გამოყოფილი საკადასტრო კოდი! 
ჩვენი რჩევაა, ფასის განსაზღვრისას დაასახელოთ ისეთი სასურველი ფასი, რომელიც თქვენთვის რეალურად მისაღებია და არა ე.წ. "გაბერილი სავაჭრო ფასი". სავაჭროდ დაიტოვეთ დაახლოებით 10 %. ეს გარკვეულწილად გაზრდის პოტენციურ მყიდველთა რაოდენობას და შეამცირებს რეალიზაციის დროს.
გახსოვდეთ, რომ ყოველი ზედმეტად დადებული რამდენიმე ათასი დოლარი ამცირებს რეალური პოტენციური მყიდველების წრეს და ახანგრძლივებს ქონების რეალიზაციის პერიოდს. ხშირია შემთხვევა რომ მესაკუთრე თანახმაა გაყიდოს თავისი ქონება 70000–ად, მაგრამ რატომღაც იწყებს 100000–დან, თეორიულად მას უკვე დაკარგული ჰყავს პოტენციურ მყიდველთა გარკვეული რაოდენობა, ვინაიდან 70000–იანი ქონების მყიდველთა უმეტესობა მონაცემთა ბაზაში ძებნის დროს, ფასის ფილტრში არ შეიტანს 100000–ს, შესაბამისად ასეთი ობიექტი ვერ მოხვდება ძებნის შედეგებში.

ჩვენი მომსახურების პირობები სტანდარტულია, გაქირავების შემთხვევაში საკომისიო შეადგენს ერთი თვის ქირის საფასურს, ქონების გაყიდვის შემთხვევაში საკომისიო შეადგენს საბოლოო ღირებულების 3% –5% – ს (პროცენტი წინასწარ განისაზღვრება საბროკერო ხელშეკრულების პირობებით). 
საბროკერო საკომისიოს იხდის მხოლოდ თანხის მიმღები, ანუ უძრავი ქონების მესაკუთრე. 
ჩვენში ხშირად შემოთავაზებული სქემა "მე ამდენი მინდა და რამდენიც გინდათ დაამატე" ჩვენთან ერთმნიშვნელოვნად არ მუშაობს!!! ვინაიდან მიუხედავად "მონიჭებული ფინანსური თავისუფლების მომხიბვლელობისა", ჩვენი პოლიტიკაა საკომისიო განსაზღვრული იყოს მყარად და არასდროს არ გავზარდოთ ქონების ღირებულება ხელოვნურად და ამით არ გავუხანგრძლივოთ მესაკუთრეს ქონების რეალიზაციის პერიოდი. ჩვენ ვაწარმოებთ გამჭვირვალე მოლაპარაკებებს მხარეებს შორის და ვიღებთ მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ კუთვნილ საკომისიოს გარიგების საბოლოო ფასიდან, თქვენთვის მისაღები უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით. 
ობიექტზე ინტენსიურ მუშაობას ვიწყებთ, მხოლოდ ქონების მესაკუთრესთან (ან მის იურიდიულად დადასტურებულ მინდობილ პირთან) საბროკერო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. 
გისურვებთ წარმატებულ გარიგებებს.
საუკეთესო სურვილებით
კომპანია "Top Realtor"

მეტის ნახვა

მიმოხილვები

***
26/01/2017
G
Guga Sokhadze
G

თეგები