კურსი - ჯანდაცვის მენეჯმენტი

18 მაისი - 18 ივნისი

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აცხადებს მიღებას ჯანდაცვის პროფესიონალთა კომპეტენციის გაძლიერების სასერთიფიკატო პროგრამაზე: ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N9 სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-481).

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში (ჰოსპიტალი, ამბულატორია, სტომატოლოგიური კლინიკა და ა.შ.) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის: კლინიკური მენეჯერი, განყოფილების ხელმძღვანელი და სხვა; სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

წაკითხული და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისა და დაფინანსების ძირითადი პრინციპები; 
** ჯანდაცვის მენეჯმენტი - ძირითადი პრინციპები;
** ჯანდაცვითი სერვისები - სახელმწიფო პროგრამები და მართვის ასპექტები;
** ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაზღვევა/სადაზღვევო პაკეტები; 
** ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე, რეგულირების ძირითადია სპექტები;
** საექთნო საქმე - პჯდ, ჰოსპიტალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
** ფინანსური აღრიცხვა, სერვისის ფასწარმოება, დაწესებულების ბიუჯეტი - ძირითადი პრინციპები;
** სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეთიკა;
** ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები;
** ჯანდაცვითი პროდუქტების მარკეტინგი;
** ქეისების განხილვა (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პჯდ, ჰოსპიტალური და სადაზღვევო სერვისები, მოწვეული სტუმრები); 
** ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით ინდივიდუალური პროექტის მომზადება და დაცვა. 

სწავლების მეთოდები:

** ლექცია-პრაქტიკული, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, შესაბამისი ლიტერატურიდან რეფერირება, პროექტზე მუშაობა და პრეზენტაციები.
** შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ: 

** ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
** სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე; 
** პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

ადამიანური რესურსი:

** ოთარ ვასაძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის HR;
** ქეთევან გოგინაშვილი, MSc, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი;
** თეა გამეზარდაშვილი, MD, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
** ნათია ლანდია, MD, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დეპარტამენტის უფროსი;
** სიმონ გაბრიჭიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, Welfare Foundation-ის გენერალური დირექტორი;
** მაია კერესელიძე, MD, PhD- საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, NCDC სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
** თინათინ ტურძილაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტი, ფარმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმღვანელი, ფარმაციის ექსპერტი;
** მაია გოგაშვილი, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტი;
** მარინა შიხაშვილი, MD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამაში, ექსპერტი;
** კახაბერ ჯაყელი, MBA, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამაში;
** ალეკო ტურძილაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე;
** თემურ ვარდოსანიძე, MSc, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დიაბეტის ცენტრის ფინანსური მენეჯერი;
** ნატა ყაზახაშვილი, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტისა და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ჩაჩავას სახ. კლინიკის გენერალური დირექტორის მ.შ., ხარისხის მართვა, ჯანდაცვის კანონმდებლობა, ექსპერტი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დარგში;
** ნია გიუაშვილი, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, MediClub Georgia ჰოსპიტლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ექსპეტი გარემოს ჯანმრთელობის დარგში;
** მაია ბუწაშვილი, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
** ნონა მაღრაძე MD, MHA, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
** რამაზ ურუშაძე, MD - საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი;
** გია კამკამიძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
** თამარ ლობჯანიძე, MSc, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი, ას. პროფესორი, სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელი.

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს. სალექციო დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი-შაბათი, სამუშაო დღეებში 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე, ხოლო შაბათობით - 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები და შეუძლიათ ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით. 

კურსი დაიწყება 2018 წლის 4 ივნისს და დასრულდება 2018 წლის 1 ივლისს. 

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით. 

კურსის ღირებულებაა 600 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 250 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (350 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.
კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი დაწესებულებიდან 3 და მეტი მსმენელი) კურსის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 550 ლარს და დგება გადახდის სპეციალური პირობები.

სასერთიფიკატო კურსზე რეგისტრაცია ხდება ვებ-გვერდზე https://www.ug.edu.ge/page/full/778 

რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი და ატვირთული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (დასკანერებული/ფოტო ან ვორდის ფორმატში):

** CV.
** პირადობის მოწმობის ასლი.
** უმაღლესი განათლების სერტიფიკატი.
** სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.
** სარეგისტრაციო გადასახადის (250 ლარი) გადარიცხვის საბუთი იტვირთება სარეგისტრაციო ფორმაში (შედის კურსის ერთიან ფასში).

საკონტაქტო პირი: თამარ ლობჯანიძე t.lobjanidze@ug.edu.ge