საქართველოს უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საქართველოს უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ერთერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებული დასაქმების რეალური პერსპექტივით არის უზრულველყოფილი. საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ლაღად და მყარად გრძონებენ თავს კონკურენტულ გარემოში.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი წარმოადგენს მაღალკვალიფიციური, კრეატიული და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც მზად არის აღზარდოს აუცილებელი ცოდნით, უნარებით და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი. 

მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში არსებულ მულტიკულტურულ გარემოში ყალიბდება ჰუმანური ღირებულებების მქონე მოაზროვნე, განათლებული პიროვნება, რომელიც თავისუფლად უმკლავდება დღევანდელ სამყაროში არსებულ გამოწვევებს.

საქართველოს უნივერსიტეტი ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტია, რომლის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითრება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამიტომ ჩვენი კურსდამთავრებული მოთხოვნადია თანამედროვე შრომით ბაზარზე, რასაც მათი დასაქმების უმაღლესი სტატისტიკური მაჩვენებელი ადასტურებს: კურსდამთავრებულთა 90% დასაქმებულია.



საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ:

ხარისხიან და პრესტიჟულ განათლებას
სწავლების თანამედროვე მიდგომებს
ძირითადი და დამატებითი სპეციალობების კომბინირების დიდ არჩევანს
სასწავლო პროცესს მცირე სამუშაო ჯგუფებში, ადგილობრივ და უცხოელ პროფესორებთან და ცნობილ ექსპერტებთან
გაცვლით პროგრამებს
სპორტის მრავალფეროვან არჩევანს და საუკეთესო ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს თანამედროვე სპორტულ მოედნებს და ფიტნეს კლუბს UGGYM
მრავალფეროვან, დაუვიწყარ სტუდენტურ ცხოვრებას აქტიური და შემოქმედებითი სტუდენტური კლუბებით
უმაღლესი დონის ინოვაციების ცენტრს, რომელიც ინოვაციებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს ბიზნეს აქსელერატორს Startup Nest, რობოტიკის და ელექტრონიკის სკოლას UG Limes, მობილური აპლიკაციების ლაბორატორიასა და ტრენინტ ცენტრ UG Lemondo Trainings, სტუდენტურ საგრანტო კონკურსებს
მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე ლაბორატორიებს
დაუვიწყარ ღონისძიებებს
საერთაშორისო სასერთიფიკატო პროგრამებს: CISCO-CCNA, CCNP, Apple, Microsoft, Oracle Academy.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
14/03/2018
S
Saba Chikviladze
S