საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის თარჯიმნის თანამდებობაზე (1 ვაკანსია).
მოვალეობები:
** სამეცნიერო და აკადემიური შინაარსის ტექსტების თარგმანი (ძირითადად, ჰუმანიტარული მიმართულებით);
** ზეპირი, წერილობითი და სინქრონული თარგმანი;
** წერილობითი კომუნიკაციის წარმოება ინგლისურ ენაზე.
ცოდნა და კვალიფიკაცია:
** აკადემიური ხარისხი ინგლისურ ენაში (ბაკალავრი/მაგისტრი);
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე (წერა, კითხვა, საუბარი);
** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
** ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობა.
უნარები:
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
** წაკითხული ტექსტის გააზრების და სწორი ინტერპრეტაციის უნარი;
** ყურადღების კონცენტრაციის უნარი;
** ორგანიზაციული უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი.
სამუშაო ხანგრძლივობა და პირობები:
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე (ანაზღაურებადი);
სამუშაო დრო - სრული განაკვეთი;
წარმოსადგენია:
** CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომი;
** სამოტივაციო წერილი (უნდა ასახავდეს მიზეზს, რატომ არის კონკურსანტი დაინტერესებული ამ ვაკანსიით და რა კვალიფიკაციები აქვს მას, რაც დაეხმარება სამუშაოს შესრულებაში);
საბუთები წარმოადგინეთ 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით. შემდეგ ელ- ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: translator. კანდიდატურა განიხილება მხოლოდ დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
ინგლისური ენის თარჯიმანი
03 აპრილი -
03 მაისი