სასერტიფაკატო კურსი - კოუჩინგი მენეჯმენტში

18 აპრილი - 18 მაისი

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი" გთავაზობთ სასერტიფაკატო კურსს "კოუჩინგი მენეჯმენტში"

კურსი განკუთვნილია:  

** ხელმძღვანელებისა და კომპანიის მფლობელებისთვის;  
** ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის;  
** მენეჯერებისთვის,ტრენერებისთვის;    
** ბიზნეს კონსულტანტებისთვის;
** ფსიქოლოგებისთვის;  
** და ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანისთვის,  ვინც დაინტერესებულია ქოუჩინგის  შესწავლით და გამოყენებით.

კურსის მიზანია:   

** მსმენელებმა განივითარონ   შემდეგი სახის უნარები და კომპეტენციები:
** გუნდის ეფექტურად მართვის ახალი მიდგომები
** დავალებების   სწორად ფორმულირება
** თანამშრომელთა მოტივაციის მართვა
** გასაუბრების ქოუჩინგურ ფორმატში წაყვანა
** ტრანსფორმაციური ტექნიკების გამოყენებით გუნდში კომუნიკაციის გაუმჯობესება
** მიზნის დასახვა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ქოუჩინგის ტექნიკების გამოყენებით
** კომპანიის საერთო გეგმის და ხედვის შემუშავება ქოუჩინგის ტექნიკების გამოყენებით

კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:

**  ქოუჩინგის ფორმატი
** მოტივაციის ტექნიკები
** პროექტის რეალიზაციის ტექნიკები
** როგორ გამოიყენონ ქოუჩინგ-სესიები ორგანიზაციის შიგნით.

კურსის  მოცულობა: 24 საათი
კურსის ღირებულება: 350 ლარი
კურსის  დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის  სერტიფიკატი

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/4ksgdpvwyk3hq7wze//

საკონტაქტო ინფორმაცია: "თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი" (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1465 ან1466).  

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის  დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.