სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებლის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.
სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 9 ფილიალის სახით.
კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი (საქართველოს მასშტაბით) და მოძრავი ქონების შეფასება;
** უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრის პერიოდული ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების შესწავლა;
** შეფასების სტანდარტების დანერგვა და მისი პერიოდული განახლება;
** ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** MS Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 მარტის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ფოტოსურათით ან LinkedIn-ის URL ბმული მისამართზე: vacancy@mbc.com.ge
უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებელი
06 მარტი -
06 აპრილი