ემ ბი სი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ს.ცინცაძის ქ.41

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 9:30-18:30 შაბ: 9:30-14:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
ავტო ლომბარდი
იპოთეკური სესხი
პარკინგი
Wi-fi

სს  „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ დაფუძნდა 2012 წლის ბოლოს, ხოლო 2013 წლის დასაწყისში გაიარა რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ. საწყის ეტაპზე კომპანიამ მოახდინა სერვის ცენტრების ქსელის განვითარება თბილისის მასშტაბით. 2013 წლიდან მოყოლებული გაიხსნა ოთხი სერვის ცენტრი და სათაო ოფისი საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და ვარკეთილის რაიონებში. 2016 წლიდან კომპანია გეგმავს რეგიონალური ქსელის მშენებლობის პროცესის დაწყებას რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში სერვის ცენტრების გახსნით, ხოლო მომდევნო წლებში განაგრძობს ქსელის გაფართოებას რეგიონების მასშტაბით.  

მენეჯმენტის აზრით, კომპანიის წარმატების საფუძველს წარმოადგენს მისი თანამშრომლების გუნდი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული კორპორაციული მართვის პრინციპებითა და ეთიკის ნორმებით. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 45-ზე მეტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურების მაღალ ხარისხს და  ნაკისრი ვალდებულებების უპირობო შესრულებას.  მენეჯმენტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობას.

მისოს ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. უმაღლეს მმართველობით ორგანოებს შეადგენენ აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, შიდა აუდიტის სამსახური და დირექტორატი. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კონტროლს მენეჯმენტზე, განსაზღვრავს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს. კომპანიის ტოპ-მენეჯმენტი შედგება მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისაგან, რომელთაც საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილება გააჩნიათ.

„მიკრო ბიზნეს კაპიტალს“ გააჩნია ბაზარზე ორიენტირებული საკრედიტო სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია რისკით შეწონილი და დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის შექმნა. კომპანიის მენეჯმენტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს როგორც საკრედიტო და საბაზრო რისკების, ასევე ლიკვიდური სახსრების ეფექტურ მართვას. საკრედიტო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს მიკრო ბიზნესის დაკრედიტება. კომპანიის სატარიფო პოლიტიკა ეფუძნება ფინანსური სახსრების  და სასესხო პროდუქტების მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის პრინციპს.

კომპანიის მიზანია  მიკროსაფინანსო ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის დამკვიდრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიის მთავარი მონაპოვარია გამოცდილი გუნდი, მყარი ფინანსური პარტნიორები და  გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა.

კომპანიის მისიაა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ფინანსური მომსახურების შეთავაზების გზით ხელი შეუწყოს როგორც სოციალური გარემოდან გარიყული ადამიანების ეკონომიკაში ჩართვას, ასევე სიღარიბის  და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*******
03/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები