კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის ასისტენტის პოზიციაზე.
საწყისი ხელფასი: ხელზე ასაღები 500 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამაცივრე, კონდიცირების და ელექტრო ტექნიკური სისტემების გეგმიური შემოწმების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრისათვის უფროსი ტექნიკოსის მხარდაჭერა.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია).
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
** ენერგიული, ორგანიზებული და შრომისმოყვარე.
** სასურველია საყინულე მაცივრების და კონდიციონერების მონტაჟი, შეკეთება-მოვლის გამოცდილება და ასევე ელექტრო-სადიაგნოსტიკო მოწყობილობების გამოყენების წესების ცოდნა.
** არა სავალდებულო - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სწავლება მოხდება ადგილზე).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ ელფოსტაზე: hr@lucapolare.com და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
ტექნიკოსის ასისტენტი
13 თებერვალი -
13 მარტი