ლუკა პოლარე

სანაყინე
5
(1 შეფასება)
თბილისი, პეკინის გამზ.7ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 08:00-02:00 შაბ: 08:00-02:00 კვ: 08:00-02:00

გადახდის ტიპი

visa master-card cash prime-card maestro american-express
დაგროვებითი ბარათი - საკუთარი
ბავშვებისთვის მოსახერხებელი
ლანჩმენიუ
პარკინგი
Wi-fi

ლუკა პოლარე საუკეთესო სანაყინე  - საყვარელი პოლარული დათვი საქართველოში ჩამოვიდა 2008 წლის თაკარა ზაფხულში იმის საკეთებლად, რაც შესანიშნავად გამოსდის: მოგვამარაგოს საუკეთესო ნაყინით და ბევრი სხვა რამით... გერმანულ-ქართული ოჯახური ბიზნესი დაიწყო იდეით, საქართველოსთვის შექმნილიყო რაიმე სრულიად ახალი - ევროპული სტილის სანაყინე, სადაც უგემრიელესი, ხარისხიანი ყავაც გაიყიდებოდა და დააკმაყოფილებდა ხარისხისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს.

ლუკა პოლარეს ახლა ოთხი კაფე-სანაყინე გააჩნია თბილისის ცენტრალურ უბნებში: ლესელიძის ქ. 34-ში (ძველი თბილისი), ერისთავის ქ. 12-ში (მრგვალი ბაღი), პეკინის გამზირზე 7ა-ში (საბურთალო), აღმაშენებლის გამზირის 125-ში (ძველი თბილისი). ყოველდღიურად, დილაადრიან იწყებს მუშაობას (8 საათზე) და გვიან ღამემდე (ღამის 2 საათამდე) სთავაზობს მომხმარებელს ნაყინის 26 სხვადასხვა არომატს, რომლებიც იტალიური რეცეპტების მიხედვითაა დამზადებული და არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ საღებავს ან არომატიზატორს. ის არ შეიცავს კონსერვანტებს და ყოველდღიურად ახალ-ახალი მზადდება, იმისთვის რომ მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს. ჩვენს ნაყინს ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანებს ვთავაზობთ: რძისას და ნაღებისას, სხვადასხვა ხილისას და კენკრისას, რომელიც ადგილობრივად მოწეული ხილისაგან მზადდება და არ შეიცავს ცხიმს ან ცხოველურ პროდუქტებს და შესანიშნავია ვეგეტარიანელებისთვის, ლიქიორიან ნაყინებს, დიაბეტურ ნაყინებს...

2009 წლიდან ლუკა პოლარემ გაამრავალფეროვნა ასორტიმენტი ცხელი და ცივი სასმელებით და გვთავაზობს ყავას, ჩაის, ცხელ შოკოლადს, ესპრესოს მიქს-სასმელებსა და ნაყინიან ფრაპეებს.

სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი ქმნის ლუკა პოლარეს ყავის გამორჩეულ არომატს და განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს: ხელით დაკრეფილი გურმანების ყავის მარცვლებს გერმანიაში ხალავენ უახლესი ტექნოლოგიით და საქართველოში ჰერმეტულად დალუქული პაკეტებით ჩამოაქვთ, რომ არომატი შეინარჩუნოს და ახალივით იყოს. ლუკა პოლარეში საუკეთესო ყავის მომზადების წესებს ძალიან მკაცრად იცავენ და მარცვლები უშუალოდ თითოეული ჭიქა ყავის მომზადების წინ იფქვება. ტრადიციული ესპრესოს გარდა, ლუკა პოლარე გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის დეკოფეინიზირებულ ყავას, გემოს და არომატს, ასევე ყავას და შერეულ სასმელებს რძითა და სოიოს რძით.

გარდა ამისა, ლუკა პოლარეს მენიუში შედის მაფინები, ორცხობილები, ნამცხვრებისა და ტარტების დიდი ასორტიმენტი, კარამელიზირებული მოხალული ნუში, ახალი წვენები, შერეული ხილი, სალათები.

უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მეგობრული სერვისი, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებზეა ორიენტირებული, ლუკა პოლარეს მთავარი პრიორიტეტებია, რადგან კმაყოფილი მომხმარებელი საუკეთესო რეკლამაა.

მყუდრო ატმოსფერო ახლახან დაფქვილი ყავის არომატთან და სიყვარულით მორთმეულ პროდუქციასთან ერთად, ლუკა პოლარე თბილისელთათვის საყვარელ ადგილად აქცია.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

საუკეთესო სანაყინე თბილისში
10/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები