იურისტი

21 მარტი - 21 აპრილი

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აცხადებს იურისტის ვაკანსიას მონიტორინგის დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურში.

ფუნქციები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოსთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;
** მის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოსა თუ სხვა ორგანოებსა და დაწესებულებებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მუდმივი განახლება;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხში);
** სამუშაო გამოცდილება;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია);

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები: 

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel 
** MS PowerPoint 
** Codex.

სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00სთ.
ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოაგზავნონ მისამართზე vacancies@ktg-tbilisi.ge (ან მოიტანონ შპს"ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს ცენტრალურ ოფისში - მისამართზე: მიცკევიჩის ქ. N18ა) 2018 წლის 28 მარტამდე.

გისურვებთ წარმატებებს!