ყაზტრანსგაზ-თბილისი

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა.მიცკევიჩის ქ.18ა

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

american-express bank-transfer cash emoney express-bank nova-terminal pay-box tbc-pay visa
ონლაინ მომსახურება
24 საათიანი ფიზიკური პირებისათვის
24 საათიანი იურიდიული პირებისათვის
პარკინგი
Wi-fi

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ყაზახური კომპანია სს ”ყაზტრანგაზი”-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა 2006 წლის 9 მარტს ქ. თბილისში. კომპანია დედაქალაქის მასშტაბით ემსახურება 384 055 გაზიფიცირებულ აბონენტს, მათ შორის მოსახლეობის სექტორში 370 026 აბონენტს, 1 740 მსხვილ მომხმარებელსა და 12 289 სამრეწველო და კომუნალური მომხმარებელს. შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისმა” 2006-2014 წლების განმავლობაში განახორციელდა 92 მლნ ლარის ინვესტიცია როგორც ტექნიკური, ასევე აბონენტთა მომსახურების მიმართულებით. მოწესრიგდა კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჩატარდა მიწისქვეშა გაზსადენების დიაგნოსტიკა, შეიცვალა ამორტიზირებული და ავარიული ქსელის ნაწილი, აშენდა ახალი გაზსადენები და დამონტაჟდა ახალი გაზგამანაწილებელი სადგურები, მოწესრიგდა ბუნებრივი გაზის დაბალ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. ამავე პერიოდში, აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, დაცული ტერიტორიიდან გამოტანილია 194 000 ბუნებრივი აირის მრიცხველი. შეძენილია სპეცტექნიკა და მსუბუქი ავტომობილები, რითაც გაზრდილია ავარიების დროული აღმოფხვრის ეფექტი. ასევე შეძენილი და დანერგილია არაერთი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი, რაც აუმჯობესებს გაზიფიცირების მსურველ და უკვე არსებულ აბონენტთა მომსახურების ხარისხს. განხორციელებულმა ინვესტიციებმა საგრძნობლად გააუმჯობესა ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხარისხი. დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით 2014 წელს შემცირდა 68,0 %-დან 10,3 %-მდე 2009 წლის 16 მარტიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #3/1 გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ფუნქციონირებს სპეციალური მართვის რეჟიმში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/04/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები