VIP და Pos კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი

25 ივლისი - 25 აგვისტო

სადაზღვევო კომპანია "ალფა" აცხადებს ვაკანსიას VIP და Pos კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია "ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია, დაარსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - "ავერსის" მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

მიიღეთ გამოწვევა და გახდით ჩვენი გუნდის წევრი! 

მდებარეობა: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები: 

** პოტენციურ მომხმარებელთა მოძიება
** სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება.
** შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება.
** პროდუქტის პრეზენტაციის წარმოება. 
** სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება.
** არსებულ მომხმარებელთა ბაზების კონტროლი/მუდმივი კომუნიკაცია. 
** განახლებული სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება.
** გაყიდვის შემდგომ მომსახურების წარმოება. 
** ყოველდღიური შედეგების წარმოება/სამუშაო პროცესის დაგეგმვა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 35 წლამდე
** სამუშაო გამოცდილება: საბანკო ან/და სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა: რუსული/ინგლისური (სასურველია სასაუბრო დონეზე) 
** განათლება: უმაღლესი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სრული/არასრული) 
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** სასურველია რუსულისა და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი 
** გუნდურობა
** კრეატიულობა
** პუნქტუალურობა
** დაგეგმარების უნარი
** განვითარებაზე ორიენტაციის უნარი. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

სადაზღვევო კომპანია "ალფა" გისურვებთ წარმატებებს!