სადაზღვევო კომპანია ალფა

სადაზღვევო კომპანია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. ყაზბეგის გამზ 16

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

სადაზღვევო კომპანია ალფა დაარსდა 2009 წლის 2 ივნისს. დამფუძნებელი არის ,,ავერსი ფარმა’’, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ფინანსურ საყრდენს ინოვაციური პროექტების და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების დასაფინანსებლად.

ალფა განვითარების 9 წლიან პერიოდს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მან შეძლო მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლეთა ძლიერი გუნდის შექმნა. კადრების გადამზადება და მოტივაციაზე ზრუნვა კომპანიაში მიმდინარე უწყვეტი პროცესია. ალფა მუდმივად თვალყურს ადევნებს სადაზღვევო ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებს. თუ განვითარების პირველ პერიოდში კომპანიის ძირითად პრიორიტეტს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელწიფო პროექტები წარმოადგენდა, დღეს მის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პროდუქტების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა ავტო, ქონების, ტვირთების, სამოგზაურო და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტების საიმედობას განაპირობებს ისეთი ძლიერი გადამზღვევი კომპანიები, როგორიცაა SCOR , MUNICH და საერთაშორისო ოპერატორი ევროპა ასისტანსი. ალფას შვილობილ კომპანიას წარმოადგენს ,,მედალფა’’, რომელიც თბილისის, ოზურგეთის, კასპის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს. კლინიკები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. პროფესიონალთა გუნდი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი ამ სამედიცინო დაწესებულებების ძირითადი უპირატესობაა , რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალფას სტაბილურობას.
სადაზღვევო კომპანია ალფას მიერ დაზღვეულია ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო,სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური, საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი,ზარზმის მონასტერი,სსიპ საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და სხვა.

ალფა მუდმივად შეიმუშავებს ინდივიდუალურ სადაზღვევო პროდუქტებს ყოველი კლიენტისათვის, აფართოებს საქმიან კონტრაქტებს მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო, გადამზღვევ კომპანიებთან და ბროკერებთან.

უახლოეს პერიოდში ალფა კვლავ გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის შემუშავებას , რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნებზე და კონკურენციას გაუწევს ბაზარზე არსებულ პროდუქტებს.

დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად.

ალფას ძლიერი გუნდი მუდმივად ფიქრობს და ზრუნავს თქვენი სურვილების ასრულებაზე.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
14/03/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები