ქირურგი-ექსპერტი

11 დეკემბერი - 11 იანვარი

სადაზღვევო კომპანია "ალფა" აცხადებს ვაკანსიას ქირურგი-ექსპერტის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია "ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია დაარსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - "ავერსის" მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი;
** ქირურგის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიზის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკების გეგმიური ინსპექტირებების დროს მონაწილეობის მიღება ქირურგიული შემთხვევების შესწავლაში როგორც თბილისში, ასევე რეგიონში;
** წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ - "ქირურგი-ექსპერტი".

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.