"ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" ("Hotels & Preference Hualing Tbilisi"), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში.
"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს, ბარ-რესტორნების ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.
"Hotels & Preference Hualing Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დასუფთავება, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** საზოგადოებრივი ადგილების სისუფთავის რეგულარული კონტროლი;
** სამუშაო მოწყობილობების ინსტრუქციისამებრ გამოყენება და სამუშაოს დასრულების შემდეგ სუფთა მდგომარეობაში შენახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4-ე მიკრო რაიონი, თბილისის ზღვის ახალი უბანი.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე (სამუშაო გრაფიკი ცვლაში);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავების თანამშრომელი
11 აპრილი -
11 მაისი