ჰუალინგ ჯგუფი

სამშენებლო კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ჯ.ლეჟავას ქ.22

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 19:00 შაბ: 10:00 - 19:00 კვ: 10:00 - 19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
განვადება
საკუთარი ეზო
პარკინგი

კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ დაარსდა 1988 წ. ჩინეთში, ქ. ურუმჩიში. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტების განხორციელებას; სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას. 

„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა, რომელთა მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 550.000.000 აშშ დოლარს. ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოში განხორციელებული პროექტებით შექმნა 2500 -მდე სამუშაო ადგილი.
„ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქის“ პროექტის სამშენებლო ფართის მოცულობა შეადგენს 4 მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელთაგან 2 მილიონი განკუთვნილია საცხოვრებელი ზონის მშენებლობისათვის, ხოლო დარჩენილი 2 მილიონი კვადრატული მეტრი კი განსაზღვრულია კომერციული ფართებისთვის და სარეკრეაციო ზონებისთვის. საცხოვრებელი ზონა მოიცავს : მაღალსართულიან, მრავალბინიან საცხოვრებელ ზონას და სააგარაკო სახლების კერძო დასახლებას. კომერციული ზონა კი სხვადასხვა ობიექტებს, როგორიცაა სავაჭრო, ლოჯისტიკური, გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრები.

თბილისის ზღვის ქალაქმა 2015 წელს თბილისის რიგით მე-13 ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლა. ტერიტორიაზე განთავსდა ოლიმპიური სოფელი და შეთანხმების მიხედვით, კომპლექსი სახელმწიფოს გადაეცა 3 თვის ვადით. ოლიმპიური სოფლის შემდგენლობაში შედიოდა: გარემონტებული საცხოვრებელი 9 კორპუსი, 5 ვარსკვლავიანი 247 ნომრიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ , გამაჯანსაღებელი ცენტრი,საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, იოგას დარბაზი და სხვ.

ამავე ტერიტორიაზე, სულ მალე გაიხსნება „თბილისის ზღვის პლაზა“ რომელიც საქართველოში და მთელ ამიერკავკასიაში უდიდესი საცალო და საბითუმო ვაჭრობის ცენტრი გახდება. პროექტს გააჩნია სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ტერიტორია ქალაქის ცენტრიდან - 9 კმ-ით არის დაშორებული, საერთაშორისო აეროპორტიდან - 12 კმ-ით, ხოლო რკინიგზის სადგურიდან - 11 კმ-ით .
„თბილისის ზღვის პლაზის“ სამშენებლო ფართობი 150 000 მ2-ია, აქედან 24 000 მ2 მსოფლიო ბრენდების საგამოფენო პავილიონის, 18 000 მ2 საერთო პავილიონის. 15 000 მ2 გადასახადებისაგან თავისუფალი ტერმინალისა და სასაწყობო ტერიტორიის მშენებლობა 2014 წელს უკვე დასრულდა, ხოლო 110 000 მ2 ფართობის სავაჭრო ცენტრის შენობის დასრულება წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

ჰუალინგ ჯგუფი ფლობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელიც განთავსებულია ქ. ქუთაისში. 
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ მოიცავს 36 ჰექტარს. პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ მაგისტრალს თბილისსა და შავი ზღვის ქალაქებს შორის (ფოთი, ბათუმი). მისი მოსახერხებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე (სარკინიგზო, სახმელეთო, საჰაერო ტრანდპორტი დასაზღვაო პორტები) ქუთაისის თიზ-ი წარმოადგენს ინდუსტრიულ, ლოგისტიკურ და სავაჭრო კერას შავ ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებში.
ინდუსტრიულ ზონაში ჰუალინგ ჯგუფის მიერ უკვე 5 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა, ესენია: ხის, სამშენებლო ქვის, ავეჯის, ლითონკონსტრუქციებისა და მატრასების საწარმოები.
2012 წელს ჰუალინგ ჯგუფი გახდა საქართველოში ბაზისბანკის 90% წილის მფლობელი. ჩვენი მიზანია ამ ბანკის გაძლიერების გზით, ხელი შევუწყოთ, როგორც ჩვენი არსებული და მომავალი პროექტების წარმართვას, ასევე ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/02/2017
B
Beqa Burjanadze
B

თეგები