ტექდათვალიერების ინსპექტორი

30 აგვისტო - 15 სექტემბერი

კომპანია "გრინვეი" აცხადებს ვაკანსიას ტექდათვალიერების ინსპექტორის პოზიციაზე ქალაქ დუშეთში.

"გრინვეი" არის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი "Applus+", რომლის გამოცდილების გათვალისწინებით, "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესის უშუალოდ განხორციელება, დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შედეგების გაფორმება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** დისციპლინის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები, რომელთაგან კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთს მაინც:

** ავტომომსახურებაში მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინჟინერიის ან/და ტრანსპორტის მომსახურების სფეროში პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.

დამატებითი მოთხოვნა: აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია. სასურველია C, D, E კატეგორიებიც.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2019 წლის 15 სექტემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და რეგიონი - "ტექდათვალიერების ინსპექტორი - დუშეთი".

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.