გრინვეი

სხვადასხვა(მომსახურება)
(0 შეფასება)
თბილისი, tbilisi

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: არ მუშაობს შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

american-express bank-transfer cash master-card visa

ვინ ვართ ჩვენ!

ჩვენ გრინვეი საქართველო ვართ, თანამედროვე კომპანია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ჩვენ ხარისხიან, მარტივ და უსაფრთხო სერვისს ვაწვდით ყველას, ვისაც სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერება სჭირდება. ჩვენ ხელმისაწვდომები ვართ ყველგან, ამისათვის კი მთელი ქვეყნის მასშტაბით შევქმენით მომსახურების 26 ცენტრი, ხოლო სპეციალურად მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის შევიძინეთ მობილური სადგურები. ამიტომ ჩვენ ვართ ყველგან, სადაც გჭირდებით.

ჩვენი პარტნიორი

ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენი სურვილი, გვქონდეს საქართველოში პირველი, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი მომსახურება, ეფუძნება ჩვენი პარტნიორის, 70 ქვეყანაში მოქმედი მსოფლიო ლიდერი კომპანიის "Applus+"-ის მრავალწლიან გამოცდილებას. მათი დახმარებით ჩვენ შევქმენით პროფესიონალების ძლიერი და ერთიანი გუნდი, რომელიც თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო სერვისის არსებობას უზრუნველყოფს.

ჩვენი გუნდი

გრინვეის წარმატება პროფესიონალების ერთიან გუნდს ეფუძნება. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად სწავლობენ და ვითარდებიან. ეს საშუალებას გვაძლევს გვქონდეს გამორჩეული სანდო და უსაფრთხო მომსახურება.

ჩვენი მიზანი

ჩვენ გვინდა და გვაქვს ამბიცია

  • შევქმნათ ძლიერი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანია;
  • დავნერგოთ სრულიად ახალი, საერთაშორისო დონის მომსახურება;
  • ჩვენი საქმიანობით ხელი შევუწყოთ ავტომობილების უსაფრთხოების ზრდას და ის რაც სავალდებულოა, სასარგებლო და მარტივ პროცესად ვაქციოთ.

გვწამს, რომ ეს იმ გარემოს გაჯანსაღების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, სადაც ჩვენ ყველა განსხვავების მიუხედავად, ერთად ვცხოვრობთ.

ღირებულებები და ფასეულობები

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ჩვენთვის თითოეული ადამიანი, რომელიც გრნვეის მიმართავს, უნიკალური და მნიშვნელოვანია. გვწამს, რომ ჩვენი მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა, ერთიანი, უწყვეტი პროცესია. ამით საბოლოოდ, ჩვენ ყველა ერთად შევქმნით უფრო უსაფრთხო და ჰარმონიულ გარემოს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია