პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი

30 აგვისტო - 15 სექტემბერი

კომპანია "გრინვეი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

"გრინვეი" არის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი "Applus+", რომლის გამოცდილების გათვალისწინებით, "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: მხარეთა შეთანხმებით, წინასწარ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, რაც არ აღემატება კვირაში 40 (ორმოცი) საათს. საღამოს ცვლის შემთხვევაში შესაძლებელია სახლიდან მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** რეპორტების აწყობა Microsoft SQL Server Reporting Server-ზე;
** ბაზაში მონაცემების მიმდინარე დროში ჩასწორება მოთხოვნის შესაბამისად;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება, ფუნქციონალის ახსნა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** SQL-ის და Transact-SQL (MS SQL Server) კარგად ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის კარგად მცოდნე კანდიდატს;
** სასურველია, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** განიხილებიან სტუდენტები ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად სწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2019 წლის 15 სექტემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი".

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.