სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტებისათვის მითერის პოზიციაზე თბილისში. "სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგის და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისათვის, იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდი: http://www.cityleasing.ge სამუშაო ტერიტორია: თბილისი, ფალიაშვილის 64; ძირითადი მოთხოვნები: ** სქესი: მდედრობითი; ** მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები; ** MS Office პროგრამების ცოდნა. ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: ** ოფისში შემოსული მომხმარებლის დახვედრა და გადამისამართება. ** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და მომხმარებლისათვის მიწოდება. ** სამუშაო ადგილის მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა. აუცილებელი უნარები: ** გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი; ** ორგანიზებული და მოწესრიგებული; დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@cityleasing.ge წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მითერი". გისურვებთ წარმატებებს! |