სითი ლიზინგი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი




სალიზინგო კომპანია სითი დაარსდა 2012 წელს. დაარსების დღიდან კომპანია წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
დღესდღეობით კომპანია დინამიკურად ვითარდება, აქვს 6 მომსახურების ოფისი რუსთავსა და თბილისში.
როგორც მზარდი და პროგრესულად განვითარებადი კომპანია, სითი ორიენტირებულია ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებაზე. ეს ერთგვარად კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს. სითი აძლევს მათ შესაძლებლობას იმუშაონ პროფესიონალურ გარემოში, რათა ხელი შეეწყოს მათ შემდგომ კარიერულ წინსვლას და ადაპტირებას ბიზნეს სოციალურ გარემოში.
კომპანია საკმაოდ მარტივ პირობებსა და პროცედურებს სთავაზობს მომხმარებელს;
ლიზინგს, რომლის მიმღებიც შესაძლებელია გახდეს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი, ლიზინგის საგანი კი შესაძლოა იყოს როგორც პირველადი, ასევე მეორადი ავტომობილები.
ფულადი სახსრების დაბანდებას ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით ლარში და აშშ დოლარში, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისაგან.
ორგანიზაციას გააჩნია საკმაოდ დიდი საწესდებო კაპიტალი და აქტივები, რაც მის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.