ვენდი'ს
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი





კომპანია
ვენდი’ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ ლიცენზირებულ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში. დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.wendys.com.
ჩვენ გულწრფელად გაწვდით მხოლოდ გამორჩეულ, მაღალი ხარისხის, ახალ, ნამდვილ და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს... დამზადებულს შეკვეთის მიღებისთანავე... გულით მორთმეულს ვენდის თანამშრომლების მიერ... თანამშრომლების, რომლებიც ჩვენი დამფუძნებლის, დეივ თომასის მემკვიდრეობას აგრძელებენ და ყოველდღიურად პირნათლად ასრულებენ თავის მოვალეობას.
ვენდის ფასეულობები: „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“, „ვაკეთოთ საქმე სამართლიანად“, „გავიღოთ მოწყალება“ 40 წლის წინ ჩვენმა დამფუძნებელმა - დეივ თომასმა შექმნა. მისი სიტყვები დღესაც ჩვენი თანამშრომლებისთვის ძირითად მამოძრავებელ სლოგანს წარმოადგენს.
ამ ღირებულებების თანახმად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც ვენდი’ს, როგორც ბიზნესის წარმატებაზე ორიენტირება, აგრეთვე ჩვენს მომხმარებელზე, თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე ზრუნვაც.