ტექნიკის მაღაზია ტეკა

ტექნიკის მაღაზია
5
(1 შეფასება)
ბათუმი, 1 შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, Batumi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:30 - 19:00 შაბ: 10:30 - 19:00 კვ: 10:30 - 19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
კატალოგიდან შეკვეთა
შეკეთების სერვისი
გარანტია
განვადება
დაჯავშნა
მიტანის სერვისი

  TEKA   დაარსდა 1924 წელს გერმანიაში,დაკავებულია სამზარეულო და აბაზანის ტექნიკით ,ფაიფურის ნაკეთობებით ,საწარმოო კონტეინერებით და მარკეტინგით.იმის  გარდა,რომ ეტალონია ევროპის მაშტაბით ჩასაშენებელი სამზარეულოს ტექნიკის წარმოებით განსაკუთრებით კი ღუმელების ,გაზის ზედაპირების ,გამწოვების  და ნიჟარების ,ასევე მოწინავე ადგილზეა ლუდის კასრების წარმოებაში.

ფირმას დღესდღეისობით აქვს 25 ქარხანა ,რომლებიც მდებარეობს სამ კონტინენტზე ,რომლებიც იძლევიან საშუალებას გაყიდონ თავისი პროდუქცია 116-ზე მეტ ქვეყანაში და მოემსახურონ 100 მილიონზე მეტ მომხმარებელს მთელს მსოფლიოში.

TEKA-ას განკარგულებაშია ძლიერი ლოგისტიკური მომარაგების პლატფორმა გამანაწილებელი ცენტრებით მთელს ევროპაში ,აზიასა და ამერიკაში .

TEKA თავისი არსებობის განმავლობაში ინვესტიციას დებდა ჯგუფში  R&D&I ,რომელიც საშუალებას აძლევდა შეექმნა თანამედროვე სრულყოფილი პროდუქტი თავისი ერთგული მომხმარებლებისთვის .

TEKA იქცევს ყურადღებას Hydroclean® -ის ღუმელების წარმოებით ,რომელიც აღჭურვილია თვითწმენდი ფუნქციით მხოლოდ 1 ჭიქა წყლის გამოყენებით ასევე სტანდარტული ზომის  Combo ღუმელით სადაც შესადლებელია ერთდროულად მომზადდეს ორი კერძი ერთმანეთისგან იზოლირებულად . TekaFlex® -მოქნილი ინდუქცია , რომელსაც გააჩნია 30% - ით მეტი სივრცე საკვების მომზადებისთვის და გამწოვი  iHood® , რომელიც გახდა პირველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ,რომელიც ადაპტირებულია Apple-ის პროდუქციასთან .

 

TEKA 30 წელზე მეტია დაკავებულია სპორტის დასპონსორებით , მისი ერთ-ერთი წარმატებული პროექტებია,  Real Madrid ფეხბურთის გუნდი,    Real madridკალათბურთის გუნდი,  ჰოკეი, მოტორბოლა, რალი და ხელბურთი.ტეკას გენერალური სპონსორობით ფეხბურთის გუნდმა 9 წლის მანძილზე მოიპოვა ორი ჩემპიონთა ლიგის თასი და ერთი ევროპის ჩემპიონთა თასი,კალათბურთის გუნდმა 90-იანი  წლებიდან მოყოლებული დღემდე მოიპოვა 18 ტიტული და 2015 -2016 წლებში  გახდა ჩემპიონი, როგორც ევროპის ასევე ესპანეთის.

                                                  

 

 სათაო ოფისები მდებარეობს:ჰაიგერი, გერმანია,შევეიცარია,ამსტერდამი,ჰოლანდია,სანტანდერი,ესპანეთი.                                       

მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
01/02/2017
G
Guga Sokhadze
G

თეგები