საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
თბილისი, შ. ნუცუბიძის მე-2 მ/რ. 1კვ. კორპ. 3ა

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია) "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" - GSPSA (http://www.gspsa.org.ge/) დაფუძნდა 2006 წელს. კავშირის მთავარი მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ცხოველთა დაცვა და გადარჩენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესწავლა, საზოგადოების ცნობიერებაში მისი ასახვა (იხილეთ კავშირის მისია – http://gspsa.org.ge/mission/). კავშირში გაწევრეანებულია საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეები. ძირითადი ყურადღება ეთმობა ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში უსახლკარო ცხოველთა ყოფის გაუმჯობესებას. ამ მიზნით GSPSA იბრძვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ჰუმანური წესების დასამკვიდრებლად. კავშირის მიერ შემუშავებულია უამრავი პროგრამა და პროექტი, რომელიც თანაფარდობაშია საერთაშორისო ნორმებთან. GSPSA-ს ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან. 

კავშირში ქვედანაყოფის სახით არსებობს უპატრონო ქუჩის ცხოველთა – ძაღლებისა და ლეკვების თავშესაფარი, რომელიც წარმოადგენს ქუჩის ცხოველთა ვეტერინარულ სარეაბილიტაციო ცენტრს. დღიდან დაფუძნებისა ცხოველთა თავშესაფარში მიღებულია 1200-ზე მეტი ტრავმირებული და გამოგდებული ცხოველი. მათი უმრავლესობა გადარჩენილია. ორგანიზაციის ვეტერინარების მიერ ისინი სტერილიზირებულები და ვაქცინირებულები ჩაბარებულები არიან ახალ პატრონებს, გარკვეული რაოდენობა გაგზავნილია საზღვარგარეთ. სამწუხაროდ ტრავმების შედეგად ყველა ცხოველის გადარჩენა შეუძლებელი იყო.
კავშირში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექცევა ცხოველებისადმი სისასტიკის აკრძალვას, რომელიც განპირობებულია მოსახლეობის ნაწილისა და მუნიციპალური სამსახურების მიერ. GSPSA-ს წევრების მიერ შესაძლებლობის ფარგლებში ხდება ცხოველების მაქსიმალური დაცვა. 
კავშირი ფუნქციონირებს მოხალისეებისა და შემოწირულობების საშუალებით. სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის ამ სფეროში დიდი ნაწილის დაბალი ცნობიერების გამო, ფინანსური და მატერიალური დახმარება ძალიან მცირეა, რის გამოც ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. უსახსრობის გამო ურთულეს სიტუაციაშია ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც სულ რამოდენიმე კეთილად განწყობილი ადამიანის საშუალებით არსებობს. 2012 წლის აპრილიდან მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო თავშესაფარში შეჩერებულია ცხოველთა მიღება. ძირითადი ყურადღება გადატანილია თავშესაფარში ბინადარი ცხოველების გაჩუქებაზე. 
ორგანიზაციას სჭირდება დახმარება (ფინანსური, მატერიალური, ინტელექტუალური და სხვა სახის).

ფინანსური დახმარებისათვის (შემოწირულობისათვის) გადადით ამ გვერდზე:
http://gspsa.org.ge/donate/



The non-government not-for-profit union (association) "Georgian Society for the Protection and Safety of Animals" (GSPSA- http://gspsa.org.ge/) was founded on 18 July 2006. The idea of the foundation of this organization had existed long before the actual incorporation. The main driving ideas behind the creation of the Society are the preservation and establishment of the mechanisms of protection of biological diversity, establishment of harmonic relationship between humans and animals, the study and adoption of international standards and experience, and changing of the mentality of the society in relation to animal welfare matters in Georgia and the Caucasus region.

Three years prior to the incorporation, a shelter for stray dogs and puppies was set with the help and participation of Society's current members. Since then the shelter has been a home for over a hundred animals till their safe release to kind and caring people. The shelter exists to this day.

The Society has been active since the very first day of its incorporation. During this short period its members have saved hundreds of animal lives, including those freed from the so-called "dog-catching brigades", which unlawfully, using inhuman and sometimes even sadistic methods, capture and destroy our four-legged friends.

The Society has also from the very beginning established links with the various international animal welfare organizations.

The Georgian Society for the Protection and Safety of Animals is ready and willing to cooperate with all international organizations, funds and individuals, interested in solving the issues concerning animal welfare in Georgia and the Caucasus.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C