საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება

აქცია ცხოველთა სისასტიკის წინააღმდეგ !

28 სექტემბერი 2017

აქცია - მსოფლიო ცხოველთა დღე /ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე/4 ოქტომბერი. 
http://www.worldanimalday.org.uk/

აქცია ცხოველთა სისასტიკის წინააღმდეგ!

• აქციის მონაწილეთა, პროგრამა მიზანი და მოთხოვნა:

- ცხოველთა მსოფლიო დღე /ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე/ - 4 ოქტომბერის დღის აღნიშვნა

- საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვა /პეტიცია/ საქართველოში ცხოველთა დაცვის სფეროში საერთაშორისო აქტების რატიფიცირების მოთხოვნა .

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის გამკაცრების მოთხოვნა;

აქციის ორგანიზატორი:

თეიმურაზ წიქორიძე - https://www.facebook.com/teimuraz.tsikoridze
• მსოფლიო ცხოველთა დღის ამბასადორი საქართველოში - https://www.worldanimalday.org.uk/…/ambassador_index/Georgia

ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA-ს თავმჯდომარე
www.gspsa.org.ge
https://www.facebook.com/gspsa.org.ge/?ref=bookmarks
კონტაქტი: 
info@gspsa.orge.ge +995 593 322 159

ყოველწლიურად 4 ოქტომბერს აღინიშნება ცხოველთა მსოფლიო დღე (ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე) - https://www.worldanimalday.org.uk/. ეს დღე ცხოველთა დამცველების მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. გადაწყვეტილება ცხოველთა მსოფლიო დღის (World Animal Day) აღნიშვნასთან დაკავშირებით მიღებული იქნა 1931 წელს ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე ფლორენციაში. თარიღი - 4 ოქტომბერი შერჩეული იქნა იმ ნიშნით, რომ ეს დღე არის კათოლიკი წმინდანის ფრანცისკ ასსიზელის გარდაცვალების დღე (Feast Day of St Francis of Assisi, 1181/1182 — 4 ოქტომბერი 1226). ფრანცისკ ასსიზელი ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად.

საქართველოში ეს დღე აღინიშნა პირველად 2009 წელს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მიერ.
2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც რეგულარურად აღინიშნება ეს დღე.
ცხოველთა დაცვის დღე აღინიშნება ბევრ ქვეყანაში ეროვნების, რელიგიის, რწმენის და პოლიტიკური იდეოლოგიის გათვალისწინების გარეშე.
----------------------------------------
საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვეციებს და სხვა აქტებს. არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები, არ არსებობს სახელმწიფო კანონები ცხოველთა დაცვის სფეროში, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს, ხოლო ეს მუხლი ე.წ. „მკვდარი“ მუხლია, მიუხედავად ცხოველთა მიმართ სისასტიკის მასობრივი ხასიათისა.

ერთად დავიცვათ ცხოველები სისასტიკისგან, წვალებისგან და ტანჯვისგან!

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად