ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო

სასწავლო ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ.11

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო არის, ქართულ–ევროპული განათლების აკადემია, საიდენტიფიკაციო კოდი:400151937
'

ქართულ–ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი – VETO" უკვე შვიდი წელია  წარმატებით მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში. იგი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული პროფესორ–მასწავლებლებით და პრაქტიკოსი ტრენერებით. ცენტრი ორიენტირებულია ქართული და ევროპული განათლების სინთეზზე, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე. ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან განათლებას მისაღებ ფასებში.

სასწავლო ცენტრი თანამშრომლობს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან და სასწავლო ცენტრებთან და გთავაზობთ ასევე საზღვარგარეთ სწავლას (კოლეჯები, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული და ენების კურსები).

"ქართულ–ევროპული საგანმანათლებლო ცენტრ – VETO-ში" ფუნქციონირებს შემდეგი მოსამზადებელი და ტრეინინგ კურსები:

  • საბანკო საქმე და სამართალი
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • ბუღალტერია
  • მენეჯმენტი
  • კომპიუტერული პროგრამები
  • აბიტურიენტთა მომზადება
  • რუსული ენის შემსწავლელი კურსები
  • ინგლისურის ენის შემსწავლელი კურსები.
  • DIRECT ENGLISH მეთოდით ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, 
  • ქართული ენა უცხოენოვანთათვის. 

ჩვენი ტერინინგ კურსები მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ წარმატებულ ორგანიზაციებთან და თეორიული კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით ბანკებში, ტურისტულ კომპანიებში, აუდიტორიულ კომპანიებში, ადვოკატურებში.

კურსის დასრულების შემდეგ  ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი, ასევე  – სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ცენტრი თანამშრომლობს კორპორატიულ კლიენტებთან და კორპორაციული შეკვეთის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლების სისტემა. 

ცენტრში ფუნქციონირებს უცხო ენების შემსწავლელი (ინგლისური, რუსული) და აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები.  უცხოენოვანთათვის გახსნილია ქართული, ინგლისური, რუსული  და გერმანული ენის კურსები.

 

ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები.  ჩვენ სააბიტურიენტო პროგრამებს ვახორციელებთ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებშიც, სადაც ანალოგიურად მივაღწიეთ წარმატებებს. 

  

სასწავლო პროცესი ეფუძნება სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მუდმივად ვზრუნავთ სწავლების ხარისხზე. 

სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, იმაღლებენ კვალიფიკაციას ტრეინინგ კურსებზე და საქმდებიან წამყვან პოზიციებზე.

 

სასწავლო ცენტრში დიდი ყურადღება ექცევა მასწავლებელთა შერჩევის პროცესს. თითოეული კადრი შეირჩევა კონკურსის წესით. 

 

ცენტრი უკვე შვიდი წელია წარმატებით მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში! 

 

ჩვენი დევიზია: ხარისხიანი განათლება ყოველთვის არ გულისხმობს მაღალ ფასებს!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/06/2018
S
Saba Chikviladze
S