construct.ge

საიტები
5
(1 შეფასება)
თბილისი, 10 Korneli Kekelidze Street, Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
ონლაინ მომსახურება
რეპორტინგი
Supporting
პროექტირება

შპს “ქონსთრაქთ ჯი” დარსდა 2016 წელს. შპს “ვისეილის”, ააიპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) და შპს “მოდულატორის” მიერ. დაარსების მიზანია ვაჭრობის და საბაზრო ფასების კვლევის ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარება. მომსახურება, რომელსაც ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს არის აუცილებელი საჭიორების საგანი და იგი ერთდროულად ჭრის რამოდენიმე პრობლემას სამშენებლო ბაზარზე.

სამშენებლო ბაზარზე არსებობს 3 ძირითადი მიმართულების პრობლემა

1. სახელმწიფო ყოველწლიურად აცხადებს 1 მილიარდი ლარის მოცულობის სამშენებლო ტენდერებს. მონაწილეობისათვის საჭიროა სამშენებლო მასალების ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, რომლის შემუშავება საბაზრო ფასების კატალოგის მიხედვით ხდება. კატალოგი დაბეჭდილი სახითაა წარმოდგენილი, ქვეყნდება კვარტალში ერთხელ და არ ასახავს ბაზრის რეალურ სურათს. ასევე, რთული გამოსაყენებელია.

2. სამშენებლო კომპანიები მშენებლობის დასრულების შემდეგ ნარჩენ სამშენებლო მასალებს ვერ უკეთებენ რეალიზაციას

3. სამშენებლო კომპანიები და სამშენებლო პროდუქციის მომწოდებლები სავაჭრო ურთიერთობისათვის იყენებენ ტრადიციულ საკომუნიკაციო მეთოდებს როგორიცაა: ტელეფონი, ელ.ფოსტა და შეხვედრები, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და საჭიროებს დიდ დროით რესურსს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელი ან სამშენებლო კომპანია ახალია ბაზარზე. ორივე მხარისათვის ძალიან რთულია ბაზრის სრული სურათის და პოტენციალის დანახვა ასევე ბაზრის ანალიზი.

რას გთავაზობთ

1) სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის სისტემა

  • უზრუნველყოფს შემსყიდველებისა და პროდუქციის მომწოდებლების პირდაპირ კავშირს, რაც ამარტივებს შესყიდვის პროცესს
  • გამყიდვეთათვის ზრდის გაყიდვების მაჩვენებელს
  • ამარტივებს ბაზრის ანალიზის პროცესს
  • ნარჩენი სამშენებლო მასალების რეალიზაციის საშუალება

2) საბაზრო ფასების კვლევის ელექტრონული სისტემა

  • განახლებადი საბაზრო ფასების კატალოგი
  • ხარჯთაღრიცხვის შედგენა მიმდინარე საბაზრო ფასებზე დაყრდნობით
  • მსოფლიოში უნიკალური მიდგომა - საბაზრო ფასების გამოთვლა, მიმდინარე ტრანზაქციების გამოყენებით

 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
19/02/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები