construct.ge

ახალი სტარტაპი Construct.ge

10 თებერვალი 2017

მიმდინარე წლის 8 თებერვალს ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს პროგრამა "ბიზნეს ინკუბატორის" ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის, ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის – www.construct.ge–ს პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, "ვისეილისა“ და "მოდულატორის" ერთობლივი პროექტია. როგორც ’’ბიზნესკონტრაქტთან“ www.construct.ge – ს აღმასრულებელი დირექტორი გიგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის მიზანი სამშენებლო სექტორისთვის სამშენებლო პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის სისტემების შექმნაა. მისივე თქმით, დასაწყისისთვის პორტალი მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება, თუმცა გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, რომ შემდგომ ვებ-გვერდი შესაძლოა ფასიანი გახდეს. 

"პორტალის გაშვებიდან 12 თვეში 1300 მომხმარებლის დარეგისტრირებას ვგეგმავთ. ამჟამად დაახლოებით 1000 დასახელების პროდუქტი გვაქვს თავმოყრილი, რაც საწყისი პერიოდისთვის ძალიან კარგია. როდესც ჩვენ შევძლებთ, საქართველოს ბაზრი მთლიანად მოვიცვათ და მიზნად დასახულ გეგმას განვახორციელოთ, ამის შემდეგ უკვე საერთაშორისო ბაზრზე ფიქრი შეგვეძლება", - ამბობს გაჩეჩილაძე. 

მისივე განმარტებით, www.construct.ge განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა, რადგან უკვე არსებულ, რეალურ ფასებზეა ორიენტირებული. 

"საბაზრო ფასების კვლევის განხორციელებისას, ე.წ. რეპორტინგის სტანდარტული მოდელი არსებობს, როდესაც საკვლევო ორგანიზაცია კონკრეტული კომპანიების ბაზებს იღებს და აქედან სხვადასხვა ტიპის ალგორითმით კონკრეტულ საბაზრო ფასებს ითვლის. ჩვენი მიდგომა განსაკუთრებულად განსახვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უკვე რეალურ ფასზე ვაკეთებთ აქცენტს“, - აცხადებს გიგი გაჩეჩილაძე. 

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი კი "ბიზნესკონტრაქტთან" ამბობს, რომ Construct.ge-ს კომპანიების პროდუქციას გაუწევს პოპულარიზაციას, და ასევე ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოვებასა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას შეუწყობს ხელს და რაც მთავარია, სამუშაო პროცესს არაერთი კომპანიისა თუ იურიდიული პირისათვის გაამარტივებს. 

"მოცემული პლატფორმა ხარჯთაღრიცხვის წარმოებისთვის უკვე რეალურ ფასებს დაგვიდებს, რაც უპირველესად, მარტივად გადასამოწმებელი და მიკვლევადია. ინტერნეტ სივრცეში განთავსებული პორტალი, ოპერატიული თვალსაზრისითაც კომფორტულია და მშენებელს მეტი არჩევანის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლების ინიციატივით დავიწყეთ ეს პროექტი, ვფიქრობთ, რომ მწარმოებლებსა და იმპორტიორებსაც დიდ საქმეს ვუკეთებთ, რადგან თავიანთი წარმოების უკეთესად წარმოჩინებისა და პოზიციონირების საშუალებას ვაძლევთ. ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისთვის კვლევა ღია იქნება. ასევე მომავალში ხარჯთაღრიცხვის შედგენის პროგრამის დამატებას ვგეგმავთ და ბუნებრივია, ამ ყველაფრით ყველა ჩართულ მხარეს დახმარებას გავუწევთ“-განაცხადა საბახტარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე!

17 სექტემბერი 2019
24 საათის განმავლობაში...
დეტალურად

მხოლოდ დღეს!

06 აგვისტო 2019
"მეტი უსასრულო+" ...
დეტალურად

მხოლოდ დეკემბრის ბოლომდე, მხოლოდ არქიში!

12 დეკემბერი 2018
საახალწლო ფასდაკლება -30,000 ლარამდე...
დეტალურად

სასიამოვნო სიახლე რიკო კრედიტის მომხმარებლებს!

14 სექტემბერი 2018
ფულადი გზავნილები ისრაელიდან, ყველაზე დაბალ 1,2%-ად...
დეტალურად