თიბისი ბანკი

ბანკი
5
(3 შეფასება)
თბილისი, ა.წერეთლის გამზ.118

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 19:00 შაბ: 10:00 - 14:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash discover-network maestro master-card tbc-pay visa
სწრაფი სესხი
იპოთეკური სესხი
ონლაინ მომსახურება
მობაილ აპლიკაცია
ონლაინ სესხი
აგრო სესხი
ბანკომატი
განვადება
პარკინგი
Wi-fi

თიბისი ბანკი - TBC Bank - გამარჯობა !  - 1992 წლის 17 დეკემბერს დაფუძნდა საქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი". 1993 წლის მაისში თიბისი ბანკს მიენიჭა საერთაშორისო ოპერაციების წარმოების ლიცენზია. 1996 წლის ივნისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება "Coopers & Lybrand"-ის მიერ. აგვისტოში TACIS-სა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა პირველი საკრედიტო ხელშეკრულება. დეკემბერში თიბისი ბანკმა დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება. გაიხსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი საკრედიტო ხაზი - 3 მილიონი აშშ დოლარი. 

1997 წლის თებერვალში გაიხსნა მსოფლიო ბანკის საკრედიტო ხაზი - 1 მილიონი აშშ დოლარი.თიბისი ბანკმა პირველი სადებეტო ბარათი გამოუშვა.

1998 წლის თებერვალში გაიხსნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკრედიტო ხაზი - 3 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც კვლავ მიმართული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე. 17 მარტს თიბისი ბანკსა და EBRD-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოში "აკრედიტივების ხელშემწყობი პროექტის" განხორციელების თაობაზე, 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. პროექტი ეხმარებოდა საქართველოში ვაჭრობის განვითარებას და ახალი კომერციული კონტაქტების ჩამოყალიბებას. 16 აპრილს გაიხსნა გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიის (DEG) საკრედიტო ხაზი - 3 მილიონი გერმანული მარკა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოხმარდა.

1999 წელს ბანკის გადასვლა საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებზე .17 აგვისტოს EBRD-ის "აკრედიტივების ხელშემწყობი პროექტის" თანხა გაიზარდა 2 მილიონი აშშ დოლარით. ამასთან, EBRD გარანტორად დაუდგა თიბისი ბანკს პირველი კლასის ბანკების წინაშე. მაისში თიბისი ბანკმა მონაწილეობა მიიღო "საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის" (დღევანდელი "პროკრედიტბანკი") დაფუძნებაში. თიბისი ბანკი გადავიდა საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებზე

 2005 წლის იანვარში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) თიბისი ბანკს 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი გამოუყო. ეს იყო საქართველოში საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ კომერციული ბანკისათვის სუბორდინირებული სესხის გამოყოფის პირველი პრეცენდენტი.26 თებერვალს გაიხსნა თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი. იგი განთავსდა მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში აშენებულ უნიკალურ შენობაში, რომელიც ქალაქის არქიტექტურულ ძეგლებს განეკუთვნება და რომლის რეკონსტუქციის პროექტის დაფინანსებაზე ბანკმა 6 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.1 მაისიდან თიბისი ბანკმა იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 20 წლამდე გაზარდა, რაც საქართველოს საბანკო სექტორისთვის რევოლუციურ ნაბიჯს წარმოადგენს. მანამდე საქართველოში სესხების მაქსიმალური ვადიანობა 10 წელი იყო.27 ივლისს IFC–მა 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაუხსნა კომპანია "თიბისი ლიზინგს", რომლის დამფუძნებელია თიბისი ბანკი. ეს IFC-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოს სალიზინგო სექტორში.სექტემბერში Financial Times Group-მა ყოველწლიურ საბანკო რეიტინგში მსოფლიოს ,,წლის საუკეთესო ბანკებს" შორის უკვე მეოთხედ დაასახელა თიბისი ბანკი.26 სექტემბერს თიბისი ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პროგრამაზე. სახელშეკრულებო თანხა 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.ოქტომბერში ამერიკულმა ჟურნალმა "Global Finance" თიბისი ბანკი სავალუტო ოპერაციების ბაზარზე მოქმედ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის უკვე მეორედ დაასახელა.7 ნოემბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitchrating-მა თიბისი ბანკის რეიტინგი გააუმჯობესა: ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი "CCC+"-დან "B-­" დონემდე გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი რეიტინგი - "C"-დან "B" დონემდე. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანკის ზრდა შეფასდა, როგორც "სტაბილური".

მეტის ნახვა

მიმოხილვები

***
23/08/2017
R
Rezo Chanishvili
***
23/08/2017
R
Rezo Chanishvili
*******
15/02/2017
Z
Zura Mosakhlishvili
R
R
Z

თეგები