ნიკორა

ჰიპერმარკეტი | სუპერმარკეტი | მარკეტი
5
(1 შეფასება)
თბილისი, მ.შავიშვილის ქ.

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

cash master-card visa
დაგროვებითი ბარათი - საკუთარი
პარკინგი

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი  გახლავთ. კომპანიის ისტორია 1998 წელს იღებს სათავეს და ყველასთვის საყვარელი სოსისების - რძიანისა და ივერიას წარმოებას უკავშირდება. 

"ნიკორას" მუშაობის სტრატეგია - განვითარება/გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება/დანერგვის უნარი, უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ დღეს, ჰოლდინგი უკვე 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ხორცპროდუქტების პარალელურად, კვების ინდუსტრიის მრავალ მიმართულევბას მოიცავს. 

"ნიკორას" ჰოლდინგში ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. კომპანია იმპორტის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში, საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნებიდან შემოაქვს. 

"ნიკორას" ჰოლდინგში ერთიანდება კომპანია "ინტრეიდი", რომელიც ქართულ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ბრენდების იმპორტითაა დაკავებული.   

"ნიკორა" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელიცაა... დღეს, ჰოლდინგში 4 ათასამდე ადამიანი მუშაობს, რომელთა რაოდენობა, კომპანიის განვითარების პირდაპირპროპორციულად იზრდება. 

"ნიკორა" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს  და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.  

მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობას "ნიკორას" მიმართ, კომპანიის 18 წლიანი გამოცდილება, სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქცია, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ფასისა და ფასეულობის თანხვედრა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმი განსაზღვრავს. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/02/2017
B
Beqa Burjanadze
B

თეგები