მეტრომარტი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი






მეტრომარტი უცხოური ინვესტიციით შექმნილი კომპანია, რომელიც 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში და ახლა მომხმარებელს აღარ უწევს სხვადასხვა ბრენდულ მაღაზიებში სასურველი ტექნიკის ძიება. მეტრომარტის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. „მეტრომარტის“ ქსელმა მოახერხა ბაზარზე შემოსვლის ხანმოკლე პერიოდში მოწინავე, სანდო კომპანიის სახელის დამკვიდრება. აქ მომხმარებელს ხვდება ერთ დიდ სივრცეში გაშლილი მრავალფეროვანი პროდუქცია, კონკურენტული ფასები, კომპეტენტური კონსულტანტები და მომსახურების მაღალი ხარისხი.
ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი: SONY, ASUS, APPLE, HP, FUJITSU, Lenovo, ACER, packard bell, Greatz, scarlet, irit, ILITEK, CITRONIC, GORENIE, LG, HTC, FLY, HUAWEI, NOKIA, PHILIPS, PANACONIC, SAMSUNG, CANON, ELECROLUX, FAGOR, KENWOOD, BOSCH, BRITA, MOSER, SIEMENS, TOSHIBA, VITEK, ARCUISINE, TEFAL, PYREX, BRITA.
დღეს–დღეისობით მეტრო მარტი ბაზარზე წარმოდგენილია ოთხი ჰიპერმარკეტით თბილისი: ვაგზლის მოედანი „თბილისი ცენტრალის“ მე–2 სართულზე. გლდანი ვეკუას N14. ქ.რუსთავი კლდიაშვილი/მეგობრობის გამზირი და ქუთაისი ჭავჭავაძის გამზირი N61, სამტრედიის ხიდის მიმდებარედ