KMC Glass შუშის ჭურჭელი

საჩუქრები | სუვენირები
(0 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-დან - 18:00-მდე შაბ: 09:00-დან - 18:00-მდე კვ: 09:00-დან - 18:00-მდე

გადახდის ტიპი

american-express cash master-card visa

კომპანია KMC Glass 2013 წელს დაარსდა და საქართველოსა და ამიერკავკასიის ბაზარზე ხუთი წელია ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ ჩვენი კლიენტებისთვის სანდო პარტნიორები გავმხდარიყავით. KMC Glass მინის ტარის წარმოების ლიდერი კომპანიების დისტრიბუტორია და მისი პროდუქციის იმპორტს რუსეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ახორციელებს.

საქმიანობის პირველი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ღვინის მწარმოებლებს 12 მილიონზე მეტი ბოთლი მიაწოდა. შედეგად, არსებობის პირველივე წელს KMC Glass ბაზრის 30%-ს დაეუფლა.

ჩვენს წარმატების საიდუმლო პროდუქციის დასავლური სტანდარტების შესაბამის ხარისხში, ფართო ასორტიმენტსა და, რაც მთავარია, მიწოდების სწრაფ და მოქნილ სისტემაშია.

ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ინდუსტრიებში მოღვაწე პარტნიორებს ყველაზე ორიგინალური იდეების რეალიზებაში დაეხმაროს. ამისათვის ჩვენი მომსახურება თითოეულ პარტნიორზე მისი სურვილისამებრ ხდება.

2018 წლიდან, ჩვენმა გუნდმა დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია მცირე მეღვინეობის წახალისება. ჩვენ ვეხმარებით და ვთავაზობთ მათ მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის მინის ტარას.

ქართული ღვინის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის შემდეგ, მივიღეთ შემდეგი რეალობა: მცირე მეღვინეობას ფაქტიურად არ მიუწვდება ხელი ისეთ ღვინის ჭურჭელზე, რომლის ფასი და ხარისხი იქნება შესატყვისი, აქედან გამომდინარე მათ უწევთ ორმაგი ფასის გადახდა.

კომპანია KMC Glass-ი და მისი გუნდი მზად არის გაგიწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება. თუ ხართ დაინტერესებული ამ საკიტხით, სიამოვნებით შემოგთავაზებთ თანამშრომლობას.

კომპანია KMC Glass-ის გუნდი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია